კატეგორიები

ევროკავშირში დიზელის ფასმა ლიტრზე რეკორდული ფასი - 2,24 ევრო შეადგინა

ევროკავშირში დიზელის ფასმა ლიტრზე რეკორდული ფასი - 2,24 ევრო შეადგინა
Copyright Marco Alpozzi/LaPresse

ევროკავშირის მასშტაბით დიზელის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს - ლიტრზე 2 ევროსა და 24 ცენტს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 1 ევროსა და 59 ცენტს შეადგენდა.

ევროკავშირის 12 ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთსა და პოლონეთში, ფასები უკვე ისტორიულ მაქსიმუმზეა.

დანიაში, ფინეთსა და ნიდერლანდებში დიზელის ფასმა ლიტრზე 2 ევროსა და 50 ცენტს გადააჭარბა, გერმანიაში კი 2 ევროსა და 44 ცენტს გაუტოლდა.

რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა ბელგიაშიც, სადაც დიზელის საშუალო ფასმა ლიტრზე 2 ევრო და 43 ცენტი შეადგინა.

ევროგაერთიანების მასშტაბით ფასების ზრდა გადასახადებმაც განაპირობა. გადასახადები საწვავის საბოლოო ფასის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

ფასების ზრდაზე გავლენა იქონია ენერგომომარაგების შეფერხებამაც, მათ შორის ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ, წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ექსპორტის ბლოკირებამ და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის იერიშებმა.

დამატებითი ზეწოლა გამოიწვია ევროპაში გადამუშავების მაღალმა მარჟებმაც, განსაკუთრებით დიზელის შემთხვევაში.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირში დიზელის ფასმა ლიტრზე რეკორდული ფასი - 2,24 ევრო შეადგინა “ნატოს ტერიტორიაზე ახლო მომავალში რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არ არსებობს” - მარკ რუტე