კატეგორიები

2026 წლის პირველ რვა თვეში უზბეკეთს უცხო ქვეყნებიდან 9,1 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა

2026 წლის პირველ რვა თვეში უზბეკეთს უცხო ქვეყნებიდან 9,1 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა

უზბეკეთი სულ უფრო მეტ საერთაშორისო ვიზიტორს იზიდავს. ტურისტები ინტერესდებიან სამარყანდის ცისფერი ფილებით შემკული ძეგლებით, ბუხარის ძველი ქუჩებითა თუ ხივის გალავნიანი ქალაქით.

ქვეყნის ტურიზმის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში უზბეკეთს უცხო ქვეყნებიდან 9,1 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-იანი ზრდაა.

საერთაშორისო მოგზაურობის მიზანი სხვადასხვაა, ზოგი საქმიანი ვიზიტით ჩამოდის, ზოგი დასასვენებლად ან ნათესავების მოსანახულებლად.

ტურისტული მომსახურების ექსპორტი 53,5%-ით გაიზარდა და 4,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ერთი ტურისტის მიერ დახარჯულმა თანხამ 503 დოლარს მიაღწია. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2017 წელს დაფიქსირებულ 197 დოლარს. 2026 წლის მაისსა და ივნისში ტურისტებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ უზბეკეთში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობამ რვა დღეს მიაღწია“. - განაცხადა უზბეკეთის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველმა, ოიბეკ ჰაკიმოვი.

უზბეკეთმა ასევე მეხუთე ადგილი დაიკავა კომპანია Much Better Adventures-ის 2026 წლის რეიტინგში, რომელიც მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესო მიმართულებებს აფასებს.

„ბევრი მიმოგზაურია. ვიცოდი, რომ უზბეკეთი ძალიან ლამაზი ქვეყანაა და იქ მოგზაურობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. ფოტოები საოცრად გამოიყურებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, თავად ჩავსულიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა“. -ამბობს ერთ-ერთი ტურისტი, ტესა ბრედფორდი.

ქვეყნის მთავარ ტურისტულ ცენტრებს შორის გადაადგილებისას მოგზაურებს რკინიგზით სარგებლობაც შეუძლიათ; ხელმისაწვდომია როგორც ჩვეულებრივი, ისე ჩქაროსნული მატარებლები.

„ყველაფერი ძალიან მარტივია. მატარებლით ვმგზავრობდით, რაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა; კეთილგანწყობილი ადგილობრივები კი ძალიან გულთბილად  დაგვხვდნენ. სასტუმროები და რესტორნებიც შესანიშნავი იყო“. - აცხადებს ტურისტი, საბინა ფლანდრიკი.

კონკურენცია მძაფრდება. სტუმარმასპინძლობის სექტორშიც.

ხივის ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, რომ ამჟამად მისი კლიენტების უმრავლესობა უცხოელი სტუმარია.

„მთავარი სერვისია. კონკურენცია ძალიან გაიზარდა და სასტუმროებიც ბევრია. პერსონალს გადამზადება სჭირდება. დღეს პრიორიტეტული საკითხი სწორედ მომსახურების ხარისხია“. - განაცხადა სასტუმრო „ხივა სილქ როუდის“ მენეჯერმა, უდრატ რაჯაბოვმა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიზიტორები სულ უფრო ხშირად სცდებიან ტრადიციულ მარშრუტებს. საერთაშორისო მოგზაურთა ყურადღებას ფერღანის ხეობა, უზბეკეთის სამხრეთი რეგიონები, ასევე მუინაკი და ნუქუსიც იპყრობს.

დაკავშირებული ამბები
2026 წლის პირველ რვა თვეში უზბეკეთს უცხო ქვეყნებიდან 9,1 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გლობალური ინვესტორები იკრიბებიან