კატეგორიები

ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გლობალური ინვესტორები იკრიბებიან

ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გლობალური ინვესტორები იკრიბებიან
ინვესტორები, ბანკირები და ბიზნესლიდერები მთელი მსოფლიოდან  უზბეკეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ, სადაც ტაშკენტის მეხუთე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს, დისკუსიებში ყურადღება გამახვილდა შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის, მრეწველობის, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.

„ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვდებთ მწვანე ენერგიაში. ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში საჭიროა გამოთვლები. გამოთვლებისთვის კი აუცილებელია ენერგია. ამ ენერგიის ნედლი სახით ექსპორტის ნაცვლად, ჩვენ გვსურს მისი ექსპორტი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის სერვისების სახით განვახორციელოთ”. - აცხადებს უზბეკეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი, შერზოდ შერმატოვი.

პანელებსა და ბიზნესფორუმებზე მთავრობის წარმომადგენლები, ინვესტორები და ინდუსტრიის ლიდერები ერთმანეთს  მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ.

დისკუსიები მიმართული იყო ინვესტიციებზე, ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ პოლიტიკაზე.

ბევრი მონაწილე ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ეძებენ ახალ შესაძლებლობებს ტრადიციული ბაზრების მიღმა.

ფორუმზე დამსწრე ინვესტორების თქმით, რეფორმები და ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მეტად იპყრობს საერთაშორისო ყურადღებას.

ინვესტორები დაინტერესებული არიან იმით, რომ ქვეყანამ კაპიტალის ბაზრებზე მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, უზბეკეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დიდ ძალისხმევას დებს ინვესტორების მოსაზიდად და ბიზნესებისთვის უზბეკეთში ინვესტიციების ჩადების გასაადვილებლად. - აცხდებს „ცენტრალ აზიის“ გენერალური დირექტორი, მარიუს დანი.

თუმცა ინვესტორების მოზიდვა განტოლების მხოლოდ ერთი მხარეა. რამდენიმე მონაწილემ განაცხადა, რომ გრძელვადიანი კაპიტალი დამოკიდებულია არა მხოლოდ შესაძლებლობებზე, არამედ ბიზნესგარემოსადმი ნდობაზეც.

“ საჭიროა ნდობა. კერძო კომპანიებს სჭირდებათ მომგებიანი გარემო და ქვეყნის მიმართ ნდობა, მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა და შემოსავალი, ასევე საკმარისი მხარდაჭერა  ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოს თვალსაზრისით, რომელიც მათ ნდობას განუმტკიცებს და საკმარისი მუშახელი და რესურსები ექნებათ ქვეყნებში, რათა მათი ბიზნესი გაიზარდოს.“ - აცხადებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი, კანოკპან ლაო-არაია.

ფორუმმა ასევე მისცა უზბეკეთს შესაძლებლობა, გაეღრმავებინა კავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან.

ამერიკულ-უზბეკურ ბიზნესფორუმზე ოფიციალურმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს 193 ამერიკული კომპანიის წარმომადგენლების დასწრებაზე. ეს აშშ-ის ყველაზე დიდი ბიზნესდელეგაციაა, რომელსაც ოდესმე მიუღია მონაწილეობა  საინვესტიციო ღონისძიებაში.

საერთაშორისო ჩართულობა იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ნიშანი იმისა, თუ როგორ იპყრობს უზბეკეთი გლობალური ინვესტორების მხრიდან მზარდ ყურადღებას.

ინვესტორები, ბიზნესლიდერები და მთავრობის წარმომადგენლები უკვე მართავენ შეხვედრებს ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში. ისინი იკვლევენ შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორში, ენერგეტიკითა და ინფრასტრუქტურით დაწყებული ტექნოლოგიებითა და ფინანსებით დამთავრებული.

ფორმუმზე მიმოიხილება საერთაშორისო ინტერესის მქონე ინდუსტრიები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დისკუსიები სტენდებს მიღმა მიმდინარეობს.

ფორუმის წინა პერიოდში პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა შეხვედრები გამართა მსხვილი ამერიკული კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. მათ განიხილეს საინვესტიციო პროექტები, სამრეწველო თანამშრომლობა და დაფინანსების შესაძლებლობები. ის ასევე შეხვდა სტუმრად მყოფ ლიდერებს, მათ შორის ალბანეთის პრეზიდენტ ბაირამ ბეგაის, რადგან ეკონომიკური პარტნიორობა და სავაჭრო კავშირები დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემებია.

მომზადებისა და მოლაპარაკებების შემდეგ იმსჯელებენ განცხადებებზე, შეთანხმებებსა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიძლება თავად ფორუმზევე მიიღონ.

დაკავშირებული ამბები
ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გლობალური ინვესტორები იკრიბებიან ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, უზბეკეთს რუსეთიდან უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი