”უახლოეს მომავალში ნატოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხე არ არსებობს”, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევრონიუსის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე განაცხადა. მარკ რუტეს თქმით, ის სერიოზულად არ იღებს მოსკოვის მიერ გაჟღერებულ ბირთულ მუქარას, რადგან თვლის,რომ ნატოსთან კონფრონტაციას მოსკოვი ვერასოდეს მოიგებს.
„ჩვენ მომზადებულები ვართ,ჩვენ ეს დავგეგმეთ, და ეს ეხება სრულიად ნატოს. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.პუტინმა იცის,რომის ვერასოდეს მოიგებს ნატოსთან. ასე რომ ამას სერიოზულად არ აღვიქვამ, მიუხედავად ამისა ჩვენ მას პასუხი უნდა გავცეთ და გავუმეოროთ, რომ ეს თავდფაცვითი ალიანსია, რომ შეწყვიტოს ომი უკრაინაში, შეწყვიტოს ბირთვული მუქარა -ეს არაფერს ემსახურება. ნატო რუსეთზე გაცილებით ძლიერია და არ არსებობს არანაირი გზა,რომლითაც ის ჩვენ დაგვამარცხებს„-აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა,მარკ რუტემ.
მარკ რუტეს განცხადებებს წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უძღოდა, იმის თაობაზე,რომ რუსეთმა ნატოში წერილი გაგზავნა,სადაც მოკავშირეებს აფრთხილებდა არ ეცადათ კუთვნილი ექსკლავის,კალინინგრადის რუსეთთან კავშირისგან მოეწყვიტა. გაგზავნილი დოკუმენტის თანახმად, ამის აღსაკვეთად ან ამის პასუხად კრემლი მზად იყო გამოეყენებინა მისი სრული არსენალი,მათ შორის ბირთვული იარაღიც.
ნატოს გენ-მდივნის განცხადებით რუსეთი ფრონტის ხაზზე 43 000 სამხედროს კარგავს თვიურად,რომლის ნაწილიც მოკლულია,ნაწილი კი მძიმედ დაშავებული.კიევი კი ამის საპირისპიროდ, გასულ წელთან შედარებით უკეთეს შედეგებს აჩვენებს,ალიანსი კი გააგრძელებს მის სამხედრო დახმარებას. მარკ რუტე მიიჩნევს,რომ ნატო ახლა მშვიდად უნდა იყოს, გააგრძელოს უკრაინის დახმარება და გაზარდოს თავდაცვის ინვესტიციები.
