ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ევროპა მომდევნო თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების გაგრძელებისთვის უნდა მოემზადოს.
ფრანკენის თქმით, რუსეთი ბელგიისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.
წელს ქვეყანაში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა; ზოგიერთმა მათგანმა საჰაერო მიმოსვლაც შეაფერხა.
რუსეთის საჰაერო თავდასხმა ყველაზე დიდი საფრთხეა. ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა. გვჭირდება მეტი მარაგი, მეტი წარმოება; უნდა გავზარდოთ წარმოების მასშტაბები, გავაძლიეროთ დ შევქმნათ მძლავრი სამრეწველო ბაზა“. - აცხადებს ბელგიის თავდაცვის მინისტრი, თეო ფრანკენი.
ფრანკენმა აღნიშნა, რომ ბელგია დიდი ხნის განმავლობაში არასაკმარისად აფინანსებდა თავდაცვის სფეროს, თუმცა ახლა ქვეყანა ამ ხარჯებს ზრდის.
„ამის გაკეთებას 18 თვეში ვერ შევძლებ, რადგან ეს სფერო 40 წლის განმავლობაში იყო უგულებელყოფილი. დიახ, ჩვენ, ასე ვთქვათ, ნატოს „კლასში“ ყველაზე ცუდი მოსწავლეები ვიყავით. ახლა ბელგია უბრუნდება პროცესს, მაგრამ ამას დრო სჭირდება“. - ამბობს, თეო ფრანკენი.
თუმცა, ფრანკენმადასძინა, რომ უახლოეს მომავალში მშპ-ის 5%-ის თავდაცვაზე მიმართვა ბელგიისთვის არარეალისტური იქნება.
