კატეგორიები

დონალდ ტრამპის შეხვედრა AI ინდუსტრიის ლიდერებთან კონსენსუსი „თვითრეგულირებაზე"

დონალდ ტრამპის შეხვედრა AI ინდუსტრიის ლიდერებთან კონსენსუსი „თვითრეგულირებაზე"
Copyright AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თეთრ სახლში ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერებს უმასპინძლა და განაცხადა, რომ ინდუსტრიის მასშტაბური რეგულირების ნაცვლად, უპირატესობის „თვითრეგულირებისვთის“ მინიჭებაზე მათ შორის კონსენსუსი არსებობს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართული სადილი „ძალიან პროდუქტიული“ იყო და თქვა, რომ მის მონაწილეებს ერთი რამ აერთიანებთ – „ქვეყნისა და მსოფლიოს სიყვარული.“

დონალდ ტრამპმა მისი სტუმრები „მსოფლიოში უდიდეს და ყველაზე გენიალურ ადამიანებად“ მოიხსენია, თუმცა დიდად არ განუმარტავს, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რა სახის შეზღუდვები შეიძლება ყოფილიყო განხილული შეხვედრაზე.

ნაცვლად ამისა, მან „თვითრეგულირების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ რეგულირებისთვის ინსტრუმენტები ისედაც არსებობს – იუსტიციის დეპარტამენტის, FBI-ის თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების სახით.

„ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა – ძალიან პროდუქტიული და უაღრესად მეგობრული. ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს, არის ის, რომ  ჩვენი ქვეყანა და გვიყვარს მსოფლიო გვიყვარს. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოა. და რაზეც დღეს ვსაუბრობთ, მას უკეთეს და გაცილებით უსაფრთხო ადგილად აქცევს. ამიტომ, უბრალოდ მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ესენი უდიდესი, მსოფლიოში ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ადამიანები არიან.

საქმე, რომელიც მათ გააკეთეს, დაუჯერებელია. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს და ამ უპირატესობას შევინარჩუნებთ. ეს ძალიან პოზიტიური რამაა. საოცარი ინდუსტრიაა. ზოგი ამბობს, რომ ეს ინდუსტრიულ რევოლუციაზე უფრო მასშტაბურია. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა ასე ფიქრობს და შესაძლოა, მართლაც ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდეს. ჩვენ ლიდერები ვართ და ვაპირებთ, ლიდერობა შევინარჩუნოთ.

დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე, ხელს მოვაწერთ დოკუმენტს, რომლითაც ხელოვნურ ინტელექტს სახელი შეეცვლება. რადგან ის ხელოვნური არ არის. ამაზე ყველანი ვთანხმდებით. მას ოფიციალურად „სუპერინტელექტი“ დაერქმევა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 „ყველა, ვისაც დღეს ხვდებით, მიიჩნევს, რომ ხელოვნურ ინტელექტს – ან სუპერინტელექტს, როგორც თქვენ უწოდებთ – არანაირი შეზღუდვა ან რეგულირება არ სჭირდება?“, – ჰკითხეს პრეზიდენტს.

 „არსებობს შეხედულება, რომ თვითრეგულირება უნდა იყოს ძალიან ძლიერი. ამასთან, გარკვეულწილად რეგულირების შესაძლებლობა ავტომატურად გვაქვს იუსტიციის დეპარტამენტის, FBI-ის და სხვა უწყებების მეშვეობით. მაგრამ თვითრეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა მან პასუხად.

ხელოვნური ინტელექტის მიმართ ტრამპის ოპტიმისტური დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდება იმ ნარატივისგან, რომლებიც ბოლო დღეებში ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერებისგან გვესმის.

ორიოდე კვირის წინ Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ წამყვან კომპანიებს ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შენელებისკენ მოუწოდა.

პარასკევს OpenAI-მ განაცხადა, რომ თავისი უახლესი მოდელის წვრთნას შეაჩერებდა. ეს იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის აგენტების კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევების შესახებ.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის შეხვედრა AI ინდუსტრიის ლიდერებთან კონსენსუსი „თვითრეგულირებაზე" ტრამპის „სუპერინტელექტმა“ სლოვენიის ვებდომენზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა