დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი ქვეყნის ევროკავშირში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ენდი ბერნემმა BBC-სთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა,რომ ბრიტანეთმა კარგად უნდა იფიქროს იმ მოდელებზე,რომელზეც ევროკავშირთან გრძელვადიან ურთიერთობებს დააფუძნებს და აირჩიოს ისეთი,რომელიც ქვეყნის ინტერესს სხვებზე მეტად მოემსახურება.
ჩამოთვალა ის პოტენციური ვარიანტებიც, რომელიც ქვეყნის სამომავლო კურსზე მსჯელობისას ღიად ისმის. საგულისხმოა,რომ ახლახან არჩეული ბრიტანელი პმრემიერი, წინამორბედის მზგავსად ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა ბრექსიტის შემდგომ ბლოკში დაბრუნებაზე ასეთი თამამი საჯარო განცხადებები ყურადღებას სხვაგვარად იბყრობს.
„მე ამ საკითხზე სრულიად მკაფიო პოზიცია მაქვს და ამას პირდაპირ ვიტყვი: ბრექსიტმა უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. და ვფიქრობ, რომ ბრიტანეთის საზოგადოების დაახლოებით 60 პროცენტი ამ მოსაზრებას ეთანხმება.კითხვ ისაა - რა უნდა გავაკეთოთ ამაზე? მე პოლიტიკოსებისთვის ჩვეულ მეთოდებს არ მივმართავ, გულწრფელად ვამბობ, რომ საჭიროა ამ რეალობისთვის თვალის გასწორება და ადამიანებისთვის სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება, რათა მათ თავად შეაფასონ და გადაწყვიტონ.უნდა გავიაზროთ, კონკრეტულად რას გულისხმობს თითოეული შესაძლო გზა. შეგვიძლია, ამჟამინდელი მდგომარეობა შევინარჩუნოთ - ეს ნამდვილადაა ერთ-ერთი ვარიანტი, თუ ადამიანები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მდგომარეობაში უნდა დავრჩეთ.შეგვიძლია განვიხილოთ ის, რასაც ჯორჯ ოსბორნი საბაჟო კავშირის შესახებ ამბობს. ასევე შეგვიძლია ვნახოთ, რას გვთავაზობდნენ ლიბერალ-დემოკრატები ერთიან ბაზართან დაკავშირებით. ან შეგვიძლია ბოლომდე წავიდეთ. ჩვენ უნდა განვიხილოთ, რა არის რეალურად განხორციელებადი და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულ ვარიანტს.რასაც მე ვამბობ, ის არის, რომ ამ საკითხის უპასუხოდ ჰაერში დატოვება აღარ არის საკმარისი. მე ვამბობ: მკაფიოდ განვსაზღვროთ, რა მიმართულებით გვინდა, რომ ბრიტანეთმა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იაროს“-აღნიშნა ბრიტანელმა პრემიერმა.
ჯორჯ ოსბორნი,რომელსაც პრემიერი ინტერვიუში ახსენებს ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრია კონსერვატიული ფრთიდან, ის ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის საბაჭო კავშირის ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს, ირაც იმას გულისხმობს,რომ კუნძულსა და ბლოკს შორის საქონლის გადაადგილებაზე საბაჟო მოსაკრებელი არ მოქმედებს,არაწევრი სახელმწიფო კი საერთო საბაჭო ტარიფია გამოყენებული.ლიბერალ დემოკრატები ბრიტანეთის ევროპულ გაერთიანებაში დაბრუნებას ამჯობინებენ. ამ იდეის მიმართ სიმპატიები არც ლეიბორისტ პრემიერს დაუმალავს. ლონდონი ყველაზე პრაქტიკულ გზას ეძებს. ნოემბერში დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ჩანიშნული სამიტი ამ დისკუსიებს უფრო ფართო სივრცეს მისცემს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება 2016 წლის რეფერენდუმით თქვა, რითიც ბლოკთან ურთიერთობის 4 ათწლეული დაასრულა და პოლიტიკურ რყევებში შეაბიჯა. განშორებას პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ჰქონდა.
