კატეგორიები

კლიმატის კრიზისი მსოფლიო დიპლომატიას ცვლის

კლიმატის კრიზისი მსოფლიო დიპლომატიას ცვლის
Copyright The Associated Press

კლიმატის ცვლილება აღარ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი. მას შორსმიმავალი შედეგები აქვს ეკონომიკისთვის, ენერგეტიკის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის; ის ქმნის დამოკიდებულების ახალ ფორმებს და აძლიერებს კონკურენციას ბუნებრივი რესურსების გამო. პროფესორი ემანუელა დუსისი განმარტავს, თუ რატომ იქცევა კლიმატური კრიზისი მომავალი წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გამოწვევად.

„არსებული დაკვირვებებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ სურსათის უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდ და სერიოზულ პრობლემას წავაწყდებით. პრობლემები შეგვექმნება წყლის რესურსებთან დაკავშირებითაც. ისეთი ძირითადი რესურსი, როგორიცაა წყალი, დღეს უკვე იარაღად გამოიყენება, ამიტომ დიდი ალბათობით, წარმოიქმნება დაძაბულობა და კონფლიქტებიც კი წყლის რესურსებსა და მდინარეებზე — მათ შორის ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე — კონტროლის გამო. ამის მაგალითია მდინარე ნილოსი, სადაც კაშხლის მშენებლობამ ეთიოპიასა და ეგვიპტეს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ასევე ვიხილავთ მოსახლეობის მიგრაციის ზრდას კლიმატის ცვლილების გამო“. - ამბობს, საერთაშორისო ინსტიტუტების პროფესორი, ემანუელა დუსისი.

კლიმატური კრიზისის დაძლევის მთავარ ელემენტად კვლავ რჩება წიაღისეული საწვავისგან ეტაპობრივად უარის თქმა. თუმცა ამ გარდამავალ პროცესს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შედეგები ახლავს თან.

როგორც პროფესორი დუსისი განმარტავს, სუფთა ენერგიაზე რეალური გადასვლა ყველა ქვეყანაზე ერთნაირად არ აისახება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ამ გამონაბოლქვის უდიდესი ნაწილი — დაახლოებით 70–75% — წიაღისეულ საწვავზე მოდის, მათზე უარის თქმა და ჩანაცვლება ახლა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. თუმცა, წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა გარკვეულ სახელმწიფოებს — კერძოდ, მათ, ვინც ამ რესურსებს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს — დაასუსტებს და აიძულებს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციასა და იმას, რომ ინვესტიციები სხვა სფეროებში ჩადონ“, მეორე მხრივ, ეს გააძლიერებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ფლობენ განახლებადი ენერგიის წყაროებს, მაგალითად, მზის, ქარისა და გეოთერმულ ენერგიებს“. - აცხადებს ემანუელა დუსისი.

პროფესორ დუსისის თქმით, ტემპერატურის მატება და კლიმატური პირობების ცვლილება პირდაპირ უკავშირდება რესურსებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების გამო მიმდინარე საერთაშორისო კონკურენციას.

გზავნილი ნათელია: კლიმატური კრიზისი უკვე საერთაშორისო დიპლომატიის დღის წესრიგში დადგა. მთავარი გამოწვევა, რომელიც მომდევნო წლებში გველის, არის ის, შეძლებს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.

დაკავშირებული ამბები
არიდებული ავიაკატასტროფა დუბაი - თელ-ავივის რეისზე კლიმატის კრიზისი მსოფლიო დიპლომატიას ცვლის