კატეგორიები

რომის პაპი ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ერთობლივი დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ერთობლივი დიალოგისკენ მოუწოდებს

„ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები სერიოზულად უნდა განვიხილოთ“,  - განაცხადა რომის პაპმა ლეონ XIV-მ საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ.

პონტიფიკოსის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტების გაფრთხილებები „ყალბი ამბავი“ არ არის და მათი უგულებელყოფა უპასუხისმგებლო მიდგომა იქნება.

ლეონ XIV-მ აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა მიაჩნია, რომ ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე პოლიტიკური ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიები და სამოქალაქო საზოგადოება ერთობლივად უნდა მსჯელობდნენ.

,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ლიდერების, ხელოვნური ინტელექტის სფეროს ხელმძღვანელების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ასოციაციების მოწვევა, რათა ერთად განვიხილოთ, რა ხდება დღეს და რა შეიძლება მოხდეს მომავალში. თვალის დახუჭვა და უბრალოდ იმის თქმა, რომ „ეს არ მოხდება“, არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ დიალოგს, კვლევასა და საკითხის შესწავლას, რათა ვიპოვოთ გზები და არ დავუშვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი იმ ეტაპამდე მივიდეს, როცა მას კაცობრიობის განადგურება ან ადამიანის პროცესიდან გამორიცხვა შეეძლება. შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ვფიქრობ, საკმარისად ბევრი ადამიანია, რომლებიც ამ საკითხით სერიოზულად არიან დაინტერესებული და მზად არიან იმუშაონ მასზე” - განაცხდა რომის პაპმა ლეონ XIV.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეზღუდვის წინააღმდეგია და მსგავსი რისკების შესახებ გაფრთხილებებს აბსურდულად მიიჩნევს.

ვატიკანში კი უკვე მუშაობს სპეციალური კომისია, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული რისკების შესწავლა და საერთაშორისო დიალოგის ხელშეწყობაა. პაპმა ლეონ XIV-მ საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა. გამგზავრებამდე ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. პაპმა ევროპას მოუწოდა, დაუბრუნდეს ქრისტიანულ ფესვებსა და დიალოგის ტრადიციას. საფრანგეთში ვიზიტის ბოლო დღეს იგი მეცს ეწვია და ევროპული ერთიანობის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერ შუმანს, პატივი მიაგო. ლურდიდან მეცში პაპის თვითმფრინავს ფრანგული Rafale-ის გამანადგურებლები აცილებდნენ.

დაკავშირებული ამბები
რომის პაპი ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ერთობლივი დიალოგისკენ მოუწოდებს გაეროში ზელენსკის განცხადებამ სეულსა და კიევს შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია