კატეგორიები

მსოფლიო მასშტაბით Audi-სა და Volkswagen-ის 2,8 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება

მსოფლიო მასშტაბით Audi-სა და Volkswagen-ის 2,8 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება
Copyright AP Photo

გერმანიის სატრანსპორტო საშუალებების ფედერალური უწყების მონაცემებით, დაზიანებულმა ხრახნმა შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით Volkswagen-ისა და Audi-ს დაახლოებით 2 მილიონი 860 ათასს ავტომობილში საჭის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.

გარკვეულ პირობებში კოროზიამ შესაძლოა გატეხოს ჭანჭიკი, რომლითაც საჭის მექანიზმია დამაგრებული. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მძღოლმა შესალოა, დაკარგოს  მართვის კონტროლი, რაც ავარიას გამოიწვევს.

პრობლემა ეხება ისეთ მოდელებს, როგორებიცაა Audi Q3, ასევე VW Golf, Golf Variant, Tiguan, Touran და Caddy.

Audi-მ განაცხადა, რომ უკან გაწვევის  პრევენციული პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც შიდა შემოწმებამ აჩვენა, რომ გზის მარილი და გარეპირობები წლების განმავლობაში იწვევს კოროზიას იმ ხრახნზე, რომლითაც ზოგიერთ ავტომობილში საჭის სისტემაა დამაგრებული.

მსოფლიო მასშტაბით, პოტენციური პრობლემა Volkswagen-ის თითქმის 2 მილიონ 160 ათას ავტომობილს ეხება. ასევე, საფრთხის ქვეშაა Audi-ს 696 000-ზე მეტი ავტომობილი.

დაკავშირებული ამბები
მსოფლიო მასშტაბით Audi-სა და Volkswagen-ის 2,8 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება ულტრამემარჯვენე AfD დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერი წლის ბოლომდე გადადგება