გაერთიანებულ სამეფოში ხუთი მამაკაცი დააკავეს ფეთქებად ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. ბრიტანეთის პოლიციამ 27 სექტემბერს სამეფო საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია.
გლოსტერშირის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევაკუირებული არიან უელფორდის რაიონის მაცხოვრებლები.
უელფორდი ახლოსაა ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან, რომელსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ.
განცხადებაში დასძენენ, რომ არმიის გამნამღველთა სპეციალური ჯგუფი რამდენიმე მანქანას ამოწმებს. მათი თქმით, ვითარება უკვე მოგვარებულია.
აშშ-ის საჰაერო ძალების ცნობით, ბაზაზე ორი სამხედრო დანაყოფია განთავსებული და მათ შორის აშშ-ის ძალების ევროპის სარდლობაც.
ივლისში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, IRGC-მა, დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ აშშ-სთვის ფერფორდიდან ბომბდამშენების გამოყენების უფლება არ მიეცა.
„ნებისმიერი ბაზა, რომელიც ირანის ტერიტორიაზე შეჭრისთვის გამოიყენება, ჩვენი ლეგიტიმური სამიზნეა“, - ნათქვამია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
