ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას აცნობა, რომ კიევს პეტრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ამის შესახებ თავად ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
„ჩვენი ბოლო შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინა პეტრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს“, – ამბობს ზელენსკი ჟურნალისტებთან გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში.
ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ამ კვირის დასაწყისში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ. უკრაინის ლიდერის თანახმად, შეხვედრაზე მათ პოტენციური „დეესკალაციის ნაბიჯები“ განიხილეს, რომელთაც „დიპლომატიისთვის გზის გახსნა შეუძლიათ“.
„მადლიერი ვარ, რომ ამავდროულად ჩვენი გუნდები უკრაინაში პეტრიოტის რაკეტების წარმოების დაწყებაზე მუშაობას განაგრძობენ“, – დასძინა მან სამშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
კიევი დიდი ხანია მოუწოდებს მოკავშირეებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი ე. წ. გადამჭერი მიაწოდონ და პეტრიოტის რაკეტების უკრაინაშივე წარმოების ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს. კიევი აცხადებს, რომ ეს რაკეტები გადამწყვეტია რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვისთვის.
2026 წლის ნატოს სამიტზე, ანკარაში, ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას ლიცენზიას მისცემდა.
„ვაჩვენებთ, როგორ გააკეთონ ეს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტმა და ზელენსკის უთხრა: „ასე თქვენ ვეღარ იტყვით, რომ მათ საკმარისი რაოდენობით არ გაძლევთ“.
თუმცა, როგორც ჩანს, მან ეს დაპირება ივლისის ბოლოს უკანვე წაიღო.
თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპმა ეს დაპირება ივლისის ბოლოს უკან წაიღო. მან მთავრობის კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ არ არსებობდა.
„ამაზე ვსაუბრობთ. მაგრამ ასეთი ტექნოლოგიის გადაცემა რთულია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„პეტრიოტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემაა. და როგორც ცნობილია, მას დაახლოებით 15-20 კილომეტრის რადიუსში შეუძლია ტერიტორიის დაცვა და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ მოქმედება.
