NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უპასუხოს მოსკოვის ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებიც მოიცავს დივერსიულ აქტებს დრონების მეშვეობით.
მისი ეს სიტყვები მოჰყვა 24 სექტემბერს დანიის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობას, სადაც კოპენჰაგენმა ევროპული სახელმწიფოები გააფრთხილა კრემლის მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესიის შესახებ.
იმავე დღეს ესპანურმა მედიამ განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია მიიღო, ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგ, რუსული დრონების გამოყენებით მოსკოვის შესაძლო ოპერაციის ჩატარების შესახებ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო აქტიურად მოქმედებს კიბერმიმართულებით, თუმცა ამისთვისაც NATO მზად არის და აქვს პასუხის რამდენიმე ვარიანტი აქვს.
რუტეს სიტყვებით, ფრონტზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სადაც რუსული მხარე მარცხს განიცდის, სრულმასშტაბინი ომის მეხუთე წელს პუტინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ცდილობს ვა-ბანკზე წასვლას, ვითარების გამწვავებასა და მასშტაბურ კონფრონტაციას.
ალიანსის ხელმძღვანელმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერისკენ, თუკი მათ ნამდვილად სურს, რუსეთმა საკადრისი პასუხი მიიღოს თითოეულ ჰიბრიდულ ინციდენტსა თუ თავდასხმაზე.
ამავე დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარი კონტინენტის დაცვაში წამყვანი როლი უნდა იკისროან და მოუწოდა, NATO „ნამდვილად მტკიცე სამხედრო ალიანსად“ გადაქცეულიყო.
ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, ჰეგსეტმა წარმოადგინა კონცეფცია „NATO 3.0“, რომელიც ორიენტირებულია ევროპაში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებასა და საფრთხეების შეკავებაზე.
მისი სიტყვები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რამდენიმე კვირით ადრე ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ალიანსის წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, ის სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების ნაწილს აღარ გამოჰყოფს.
ბლოკში აშშ-ის ევროპელი პარტნიორები და კანადა ახლა მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ აღმოფხვრან ალიანსის შესაძლებლობებში წარმოქმნილი ხარვეზები.
