კატეგორიები

აშშ და პეკინი სავაჭრო ზავის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

აშშ და პეკინი სავაჭრო ზავის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
აშშ-ისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრამდე ვაშინგტონში დაადასტურეს, რომ პეკინთან სავაჭრო ზავის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა სი ძინპინის თვითმფრინავის შტატებში დაფრენისთანავე განაცხადა. მან პირადა არაერთი შეხვედრა გამართა ჩინეთის წარმომადგენლობასთან,მათ შორის ვიცე-პრემიერ ლიფენთან, შედეგი მიღწეულია - ზავი იანვრამდე გახანგრძლივდა.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს კომენტარი ამ საკითხზე არ შემოუთავაზებია, თუმცა მანამდე გამოქვეყნებულ წერილში, სი ძინპინის განწყობები კარგად იგრძნობა. კომუნისტური პარტიის ლიდერი წერს, რომ აშშ-ი და ჩინეთი ერთმანეთის მეგობრები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები. ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ გასაჯაროვებულ წერილში, ის იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ში ვიზიტი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს. ჩინეთის ვიცე-პრემიერთან მოროგი შეხვედრის შემდეგ კი სკოტ ბესეტმა აღნიშნა,რომ მხარეები უფრო ფართო სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზეც კი მსჯელობენ.

„დიახ, ჩინელებმა კვირას უფრო მასშტაბური შეთანხმების იდეა წამოაყენეს და, - იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეიძლება ისტორიული წელც აღმოჩნდეს ლიდერების ოთხი შეხვედრით  შენჟენსა თუ მაიამიში - ჩვენ ღია ვართ როგორც ბუსანის შეთანხმების უბრალოდ გაგრძელების, ისე უფრო დიდი შეთანხმების განხილვის იდეისთვის. ორივე ვარიანტი მისაღებია ჩვენთვის და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ამერიკელი ხალხისთვის საუკეთესო იქნება“-აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა,სკოტ ბესენტმა.

ერთი წლის წინ, 2025 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში  შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა 10%-მდე შეამცირა გარკვეულ პროდუქციაზე მოქმედი სატარიფო შეზღუდვა ჩინეთთან მიმართებით, ასევე დროებით გადადო საექსპორტო კონტროლის გამკაცრება ათასობით ჩინური კომპანიისთვის. პასუხად სი ძინპინმა შეაჩერა იშვიათი მინერალების ირგვლივ დაწესებული შეზღუდვა და ამერიკული სოიოს შესყიდვაც განაახლა.

მხარეები ამჟამად ვაჭრობის სფეროში ბალანსის მიღწევას ცდილობენ. თუმცა სამართლიანობისა და ორმხრივობის პრინციპზე დაყრდნობით, ეს კი რთული მისიაა, რადგან საქმე ორ უდიდეს ეკონომიკებსა და მთავარ ეკონომიკურ მეტოქეებს ეხებათ. მიუხედავად ამისა პეკინი და ვაშინგტონი ამ ეტაპზე სტრატეგიული სტაბილურობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

დაკავშირებული ამბები
ბაქომ ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქე შეიწყალა ზელენსკის თქმით, „პუტინი აფართოებს კონფლიქტს, ნაცვლად მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძიებისა“