აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ ნიუ იორკში მიმდინარე შეხვედრების პარალელურად ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი,ის არქტიკის თავდაცვას უკავშირდება,კერძოდ გრენლანდიაში ამერიკის გაძლიერებულ სამხედრო ყოფნას.
ახალ შეთანხმებას ხელი აშშ-ს პრეიდენტმა,დობალდ ტრამპმა, დანიის პრემიერმა,მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა მოაწერეს. საგულისხმოა, რომ დოკუმენტს 9 ასლი აქვს, ინგლისურ,დანიურ და გრენლანდიურ ენებზე - რათა თითოეულმა მხარემ სამივე ვარიანტის წაღება შეძლოს.
**„მოგეხსენებათ ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო. შეგიძლიათ მრავალი ათწლეულით, ალბათ საუკუნეებით უკანაც კი წავიდეთ და თუ პრეზიდენტების ისტორიას გადავხედავთ, თითქმის ყველა პრეზიდენტს ერთხელ მაინც უხსენებია ეს საკითხი, თუმცა მათი უმეტესობა მხოლოდ ახსენებდა მას.ზოგიერთ მათგანს ნამდვილად სურდა შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არასდროს განხორციელებულა. ჩვენ კი ეს შევძელით. მინდა მადლობა გადავუხადო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ მინისტრებს. ჩვენ გვექნება შესანიშნავი ურთიერთობა — უსაფრთხო ურთიერთობა. და მოუთმენლად ველით ამას.ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ და ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციით ვითანამშრომლებთ”-**აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დოკუმენტის თანახმად ავტონომიურ კუნძულზე ორი ამერიკული სამხედრო ბაზა გაიხსნება და ამის გაკეთებას შტატები დაჩქარებულ ვადებში აპირებს. ტექსტში წერია,რომ შტატებს აქვს უფლება გახსნას დამატებითი სამხედრო ბაზებიც, იმ შემთხვევისთვის,თუ ამის აუცილებლობა შეიქმნება. შეთანხმება ამერიკული ფლოტისთვის,საჰაერო ძალებისთვის თუ სხვა სამხესეო დანაყოფებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლებას ითვალისწინებს. არცერთ ნატოს არაწევრ სახელმწიფოს არ ექნება გრენლანდიაში სამხედრო დაშვება. იგივე ეხება ევროკავშირისა და ნატოს არაწევრი სახელმწიფოებიდან მოსულ ინვესტიციებს,მათ კუნძულზე გავლენა ან არასაჯარო ინფორმაციაზე წვდომა ვერ ექნებათ.შეთანხმეას არ აქვს ვადა და მხოლოდ მაშინ შეჩერდება,თუ დანია ან აშშ ნატოს დატოვებენ. იქვეა დაშვებაც, რომ თუ გრენლანდია დაოუკიდებლობას მოიპოვებს, მაშინ ისიც უნდა გახდეს ნატოს წევრი. შეთანხმებაში ხაზგასმულია გრენლანდიაში ტრადიციული ცხოვრების სტილის შენარჩუნების აუცილებლობა და მისივე თანახმად პრიორიტეტი მომსახურებისა თუ ვაჭრობის საკითხებში ადგილობროვ კომპანიებს მიენიჭებათ.
**„გრენლანდიისთვის ეს არაა შეთანხმება მასზე, ესაა შეტანხმება მისი მონაწილეობით. ჩვენ ვართ, ვიყავით და კვლავაც ვიქნებით შეერთებული შტატების ერთგული მეგობარი და დასავლური ალიანსის ნაწილი. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება – თქვენი… ეს არის შეთანხმება, რომლითაც ყველა მხარე იგებს“-**თქვა გრენლანდიის პრემიერმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
ამ შეთანხმებას თავად დანიის პრემიერი ახალ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს აშშ-სთან ურთიერთიბებში, რომელმაც ბზარი გაიჩინა მას შემდეგ,რაც დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე პრეტენზიები გამოთქვა,თუმცა რაც აქედან საბოლოოდ გამოვიდა, ის შედეგი დანიის პრემიერის თქმით 1951 წლის შეთანხმებაზე გაცილებით ხელსაყრელი და ფართოა, ამასთან აქვს პოტენციალი სამუდამოდაც იქცეს.
„სიამაყით ვამბობ, რომ დანიის სამეფოში შეერთებულ შტატებს ჰყავს მეგობარი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის სიტყვას- მოკავშირე, რომლის იმედიც ყოველთვის შეგეძლოთ გქონოდათ. ეს კი ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.ეს შეთანხმება კარგია შეერთებული შტატებისთვის. ის კარგია გრენლანდიისთვის, დანიისთვის, ნატოს ალიანსისთვის და, შესაბამისად, ევროპისთვისაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, ვზრდით ჩვენს საერთო შეკავების შესაძლებლობას, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვაჩვენებთ, ვინ ვართ ჩვენ - და ამას ერთად ვაკეთებთ.ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან მკაფიოდ განაცხადეთ, რომ არ გსურთ, მოწინააღმდეგეები ძალიან ახლოს მოვიდნენ. მე სრულად გეთანხმებით. და ამ შეთანხმებით ისინი ამას ვერ შეძლებენ.ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ არ მიეცეთ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ან მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამავდროულად, ვუზრუნველყოფთ, რომ არქტიკაში კიდევ უფრო მეტი მოკავშირე იყოს წარმოდგენილი.ჩვენი დღევანდელი შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატოს ალიანსის მნიშვნელობას. ჩვენ მივესალმებით გრენლანდიაში პარტნიორებისა და მოკავშირეების კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას“- აღნიშნა დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიკსენმა.
საგულისხმოა, რომ გრენლანდიაზე თვალი დონალდ ტრამპს დიდი ხანია ეჭირა, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი ვადისას 2019 წელს ის გრენლანდიის ყიდვითაც იყო დაინტერესებული,თუმცა დანიის მკაცრი უარი მიიღო. უკვე მეორე ვადისას ის არ გამორიცხავდა გრენლანდიის სამხედრო გზით დაპყრობასაც. რამაც მისი და ევროპელების ურთიერთობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.საბოლოო შეთანხმება პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნდა, რაც სამივესთვის სასარგებლოდ ფასდება.
