გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის წინ აშშ-ის პრეზიდენტი მედიაჯგუფის გარეშე დარჩა. მას შემდეგ რაც თეთრმა სახლმა CNN-ს, MS Now-სა და Politico-ს აკრედიტაციები ჩამოართვა და მათ ოფისიდან მაუწყებლობა აუკრძალა,
CNN-მა, რომელსაც როტაციით გაეროს ტრამპის მონაწილეობით ღონისძიებების გადაღება და მასალის სხვებისთვის გადაცემა ევალებოდა, ამ მისიაზე უარი თქვა. შედეგად CNN-ის ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვა სხვა მედიაკომპანიებმა, მათ შორის ტრამპის ფაბორიტმა Fox News-მა, მასთან ერთად კი ABC-მ, NBC-მ და CBS-მა.
ე.წ. საპრეზიდენტო პულის ბოიკოტი უპრეცენდენტო შემთხვევაა და ის მჭიდროდ უკავშირდება დონალდ ტრამპის 2 დღის წინანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მან მისთვის არასასურველი და კრიტიკულად განწყობილი მედიების წარმომადგენლებს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. მიუხედავად იმისა,რომ Fox News-ი, ABC, NBC და CBS-ი პრეზიდენტის შავ სიაში არ მოხვედრილან,მათ პრეზიდენტის სატელევიზიო გაშუქებაზე უარი თქვეს,ვიდრე ეს შეზღუდვები ძალაში რჩება. Fox news-ის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღავენლი ბრაიან ბოუტონი წერს:
„გაცნობებთ,რომ დღეიდან ე.წ. სატელევიზიო პული აღარ გააშუქებს ღონისძიებებს პრეზიდენტის მონაწილეობით, რაც ამ მედიაჯგუფის ფუნქციას წარმოაგდენს.რაც შეეხება სხვა სამუშაოს, ის გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, მათ შორისაა კონგრესის მუშაობა, ასევე მაღალი თანამდებობის პირობებისა და ცალკეული ღონისძიებების გაშუქება ვაშინგტონსა თუ მთელ ქვეყანაში. სიტუაციის შესაბამისად მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას„.
მიუხედავად მედიის მკაცრი რეაქციებისა**,** თეთრი სახლი უკან არ იხევს,პრეზიდენტის ხედვებს ახლა უკვე ვიცე პრეზიდენტის ახმოვანებს,რომელიც CNN-s,Politico-სა და MS NOW-ს ტრამპის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გაშუქებაში ადანაშაუელბს,რის გამოც კანონზომიერად მიაჩნია მათთვის სპეციალურიწვდომის აკრძალვა თეთრ სახლში.
„არ ვეთანხმები იმ ფორმულირებას, რომ ის მედიას კრძალავს. ის ამბობს, რომ თუ ისეთ რამეში ხართ ჩართული, რაც ფაქტობრივად პროპაგანდას წარმოადგენს, თეთრ სახლში განსაკუთრებულ წვდომას არ მოგცემთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სამ მედიასაშუალებაზე მოდის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის შესახებ გამოქვეყნებული სიუჟეტების დაახლოებით 92%, და მათი უმრავლესობა უარყოფითია. ეს ამერიკელი ხალხის აზრს არ წარმომადგენს. ამიტომ, თუ ფაქტობრივად ულტრამემარცხენე პროპაგანდაში ხართ ჩართული, რატომ უნდა მოგცეთ რესპუბლიკურმა თეთრმა სახლმა განსაკუთრებული წვდომა? მათ კვლავ შეუძლიათ ტრამპის შესახებ გააშუქონ ინფორმაცია. საქმე ელემენტარულ სამართლიანობაშია. მათ კვლავ შეუძლიათ ინფორმაციის გაშუქება. მათ კვლავ აქვთ სიტყვის თავისუფლების შესაძლებლობა. უბრალოდ, მათ აღარ ექნებათ ოფისი თეთრ სახლში. და ვფიქრობ, ეს სრულიად მიზანშეწონილია - თუ, რა თქმა უნდა, ისინი ნამდვილ საინფორმაციო ორგანიზაციებივით მოქცევას არ დაიწყებენ“-აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
სამმა მედიასაშუალებამ,რომელსაც დონალდ ტრამპის შეზღუდვები შეეხოთ, სასამართლო სარჩელი უკვე მოამზადეს, ისინი აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას ეყრდნობიან,რომელიც მედიათავისუფლებას უზრუნველყოფს. მათ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია დემოკრატიული პრინციპი,რომლის მიხედვითაც მთავრობა არ უნდა წყვეტს თუ რას გააშუქებს ან გამოაქვეყნებს პრესა.
