ნიუ-იორკში ერთმანეთს აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენი შეხვდნენ. მიზანი ხელოვნური ინტელექტის, ტარიფებისა და კრიტიკული მინერალების მიმართულებით პეკინსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების მიღწევა ან შეთანხმებასთან დაახლოებაა.
ეს ერთგვარი წინასწარი სამუშაოა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ჩანიშნული სამიტის წინ. დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვდრა 24 სეტქემბერსაა დაგეგმილი. ამჟამად მასპინძელი ძტატებია, ჩინეთის პრეზიდენტს სწორედ იქ ელიან.
თავად პრეზიდენტების ოფიციალური წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იქნება კიდევ ერრთი შეხვედრა. თუმცა დეტალები არ დაზუსტებულა.
„ჩვენ ახლახან ჩინეთის მხარესთან ძალიან, ძალიან წარმატებული შეხვედრა გავმართეთ ვაჭრობისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე. გავაგრძელეთ ის სამუშაო, რომელიც პეკინში დავიწყეთ. იქ შევქმენით სავაჭრო საბჭო და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას შევუდექით. დღეს საღამოს კი ეს შეთანხმებები უკვე კონკრეტულ მექანიზმებად ჩამოვაყალიბეთ და მათი ამოქმედება დავიწყეთ.ჩვენ განვიხილეთ შესაბამისი მექანიზმის შექმნა, რომელსაც აშშ-ჩინეთის დიალოგი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე ეწოდება. შევთანხმდით, რომ კვლავ შევხვდებით. შეერთებულმა შტატებმა ასევე წამოაყენა წინადადება ორ ქვეყანას შორის შეტყობინების მექანიზმის შექმნის შესახებ. ჩვენი მიზანია, გვქონდეს საერთო ხედვა, საერთო მიზნები და საერთო საფრთხეების ერთიანი აღქმა.ეს მექანიზმი ითვალისწინებს ერთმანეთისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ინციდენტს ექნება ადგილი ან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რომელიმე მოვლენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების დონეს მიაღწევს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც ნებისმიერი ტრანსსასაზღვრო საქმიანობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ გაუმჭვირვალობიდან მეტი გამჭვირვალობისკენ გადავიდეთ — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსოფლიოს ორ წამყვან ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფოს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, შორის ურთიერთობას ეხება“-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
ანალიტიკოსები იმედოვნებენ,რომ ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა მეტწილად მცირე ნაბიჯებსა და მიღწევებში ითარგმნება, მცირე შეთანხმებებით, განსაკუთრებული გარღვევა მოსალოდნელი არ არის. არსებობს მოლოდინი,რომ მხარეები ესკალაციას მოერიდებიან, რაც ისედაც ძვირი უჯდება გლობალურ ეკონომიკას. შეხვედრის წინ მხარეები თანასწორობის, პატივისცემისა და ურთიერთსარგებლის იდეაზე აკეთებენ აქცენტს.
