კატეგორიები

ფილმი „Primetime“, ბენდი M83 და ძველი ტექნოლოგიები - რისი ნახვა და მოსმენა ღირს ევროპაში მიმდინარე კვირაში

ფილმი „Primetime“, ბენდი M83  და ძველი ტექნოლოგიები - რისი ნახვა და მოსმენა ღირს ევროპაში მიმდინარე კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს, უამრავი სიახლე ელოდებათ მიმდინარე კვირაში - რობერტ პატისონი თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლით გვევლინება: იგი დიდებას მოწყურებული ტელეწამყვანის კრის ჰანსენის როლს თამაშობს; ფრანგულ დრიმ-პოპ ბენდი M83-ი თავის მეათე საიუბილეო ალბომს უშვებს, ხოლო მეთიუ მაკ-კონეჰი და ვუდი ჰარელსონი „ძმები“ ხდებიან - აი ასე გამოიყურება მიმდინარე კვირის მთავარი პრემიერების აფიშა.

კომედია, დრამა და ხელოვნების შედევრები - ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს ამ კვირაში და ცოტა დრიმ-პოპიც ემატება. პრემიერებს შორის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ფილმი „Primetime-ი“, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატისონი ასრულებს და ფრანგული დრიმ-პოპ ბენდის M83-ის მე-10 საიუბილეო ალბომი.
გარდა ამისა მსურველებს ელოდება ძველი ტექნიკის გამოფენები ლონდონსა და საფრანგეთში, ხოლო მეთიუ მაკ-კონეჰი და ვუდი ჰარელსონი ცოტას გაგვამხიარულებენ Apple TV+-ის ახალ სერიალში „ძმები.“
ჩვენი რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები

ჯენკინ ვან ზაილი: „Enclosure“
როდის: 24 სექტემებრი- 29 ნოემბერი, 2026
სად: სომერსეტ ჰაუსი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)

ბრიტანელი ხელოვანის ჯენკინ ვან ზაილის ახალი ფილმი და ინსტალაცია იმ ძველი ტექნოლოგიების სამყაროში გამოგზაურებთ, რომელმაც ამ ტექნოლოგიების შემქნელ საზოგადოებაზე დიდხანს გაძლო. ფილმი სიუჟეტი ავარიულ შენობაში მიმდინარეობს, მისი მთავარი გმირი კი ყოფილი მსახიობი ქალია, რომელიც საკუთარი სხუელის დუბლირების უფლებას აძლევს ტურისტებს, რათა მათ ამ სხეულში „შესვლა“ შეძლონ. როდესაც ეს დუბლიკატი დაძველდება, მსახიობი მის განადგურებას გადაწყვეტს და სრულ ქაოსს იწვევს. ნეონის ნათურებითა და უცნაური ნარჩენებით სავსე ძველი სამყარო თვალსა და ხელს შუა ქრება - ეს მდიდარი წარმოსახვის მქონე სამყარო საკუთარი თავის გადარჩენასა და მერკანტილურ ინტერესებზე ფიქრით არის მოცული. უფრო მეტი ამ ლინკზე ნახეთ: Find out more here.
Broken: ფრაგმენტის ძალა
როდის: 25 სექტესმებრი, 2026 - 24 იანვარი, 2027

სად: პალაცო სტროცი, ფლორენცია, იხსნება 25 სექტემბერს და 2027 წლსი 24 იანვრამდე გაგრძელდება.
ყოველ ნატეხს თავისი წარსული აქვს - იქნება ეს უძველესი ცვილიზაციის მიერ დანატოვარი ნამსხვრევი თუ მხატვრული სიმბოლო. და ეს ნამტვრევები წარსულისა და ცვლილებების ამბავს გვიყვება. პალაცო სტროცის ახალი გამოფენა ამ წარსულს ეძღვნება და ისეთი გიგანტების გვერდით, როგორებიც არიან ჯოვანი პიზანო და მიქელანჯელო, თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებსაც წარმოადგენს, რომელთა შორისაც არიან ლუიზა ბურჟუა, ჰუმა ბჰაბა და სხვები. საერთო ჯამში 80 ნამუშევარზე მეტია გამოფენილი, რომელთაგან ზოგი მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟული მუზეუმებიდან არის დროებით გამოთხოვილი. გამოფენა ხაზს უსვამს მარადცვალებად სიმბოლიზმს, რომელიც სვამს კითხვას: მაინც როგორ იცვლება ნივთის დანიშნულება, როდესაც ის იმსხვრევა? უფრო მეტი ამ ლინკზე

ნახეთ: Find out more here.

დამატებითი სიახლე: ორსეს მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას და სამგანზომილებიან ვირტუალურ რეალობას, რომელიც მე-19 საუკუნის ფრანგ მოქანდაკეს ოგიუს ბარტოლდის ეძღვნება (რომელმაც თავისუფლების ქანდაკება შექმნა). გამოფენა 2027 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

ფილმები

Primetime-ი
სად: საფრანგეთის კინოთეატრებში (ევროპის დანარჩენ ქვეყნებში ფილმი თანდათან გამოვა ეკრანებზე).
როდის: 23 სექტემებრს

2000-იანები ცნობილია თავისი სკანდალური ტელეპროგრამებით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პროექტი გახლდათ პროგრამა To Catch a Predator. ეს იყო ამერიკული რეალითი-შოუ, რომელიც სპეციალურ ოპერაციებს ეყრდნობოდა: ზრდასრულები ინტერნეტში თავს არასრულწლოვნებად ასაღებდნენ, რათა სექსუალური მოძალადეები შეეტყუებინათ სახლში, რომელიც სავასე იყო კამერებით. რობერტ პატისონი ახლა დიდ ეკრანზეა ასრულებს ამ გადაცემის წამყვანის, კრის ჰანსენის როლს, რომელიც მაყურებელს აოცებდა თავისი უდრტვინველობით. ამ გადაცემის ეკრანიზაციის სიუჟეტი ცდილობს გაარკვიოს, რა იდგა გადაცემის წარმატების უკან, წარმოაჩნეს მის ბნელ მხარეს და ამხელს სამართლიანობით შენიღბულ სიხარბეს. ფილმში ასევე მონაწილეობენ მუსიკოსი ფიბი ბრიჯერსი, მერიტ ვევერი და ანა ფერისი.

დამატებითი სიახლე: კიდევ ერთხელ ცოცხლდება ეკრანზე ჯეინ ოსტინის ნაწარმოები „გრძნობა და გონება“, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ დეიზი ედგარ-ჯონსი და ჯორჯ მაკკეი. ფილმის ეკრანებზე 25 სექტემბერს გამოვა (ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პრემიერია სხვადასხვა დღეს გაიმართება).

ტელესერიალები

„ძმები“
სად: Apple TV+
როდის: 23 სექტემბერს


როგორც ირკვევა, მსახიობები მეთიუ მაკ-კონეჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა მართლა ძმები არიან, უფრო ზუსტად - ნახევარძმები. მას შემდეგ, რაც მაკ-კონეჰის დედა გამოტყდა, რომ იცნობდა ჰარელსონის მამას (თანაც ძალიან მრავლისმთქმელი ტონით, რომლითაც რაღაც იდუმალზე მიანიშნებდა), მსახიობებმა ერთმანეთს შეადარეს თარიღები და მივიოდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა სისხლით ნათესავები არიან. დნმ-ტესტი არ გაუკეთებიათ, თუმცა გადაიღეს კომიკური ტელესერიალი ამ სიუჟეტზე, რომელშიც ვითარება ტეხასში ხდება და რომელშიც მსახიობები საკუთარი თავის ეკრანულ გმირებს თამაშობენ.
დამატებითი სიახლე: 25 სექტემბერს Disney+-ზე დაიწყება ანთოლოგიური სერიალის American Horror Story-ის მე-13 სეზონი.

მუსიკა

ბენდი M83 – I Wrote You A Letter
როდის: 25 სექტემებრს

უკვე 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ენტონი გონსალესმა M83-ის ამავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა და მას შემდეგ ფრანგული ბენდი თავის ყოვლისმომცველი შუგეიზის ჟანრის მუსიკით ისევ და ისევ ხიბლავს მსმენელს. ახალი ალბომი „I Wrote You A Letter“ რიგით მე-10 საიუბილეო ალბომია, რომელიც წარსულის ნოსტალგიით არის გაჟღენთილი და კინემატოგრაფიულ რეალობას ქმნის, რომელსაც ბენდის ნამუშევრების ძველებური პანკური ენრეგტიკაც ახლავს თან. ეს ალბომი შესაძლოა ძალიან მოეწონოს ბენდის მოყვარულებს, რომლებსაც დღემდე ენატრებათ ბენდის 2010-იანების წარმატების წლები.

დამატებითი სიახლე: სიახლეც ასეთი უნდა - ისევ დაბურნდა ბენდი Soft Cell-ი! 80-იანი წლების დუეტი, რომელიც ჰიტებით რეიტინგების სათავეში იდგა, თავის მე-6 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც სავარუდოდ უკანასკნელი იქნება. ალბომი სახელწოდებით „ Danceteria“ 25 სექტემბერს გამოვა.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
ფილმი „Primetime“, ბენდი M83 და ძველი ტექნოლოგიები - რისი ნახვა და მოსმენა ღირს ევროპაში მიმდინარე კვირაში ირლანდია და ნიდერლანდები კვლავ ბოიკოტს უცხადებენ ევროვიზიას