რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. პირველი საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამომრჩეველი სახელმწიფო დუმის ახალ შემადგენლობას აირჩევს.
კენჭისყრისთვის მზადება ერთი დღით ადრე დასრულდა მოსკოვშიც. საარჩევნო უბნებზე დაამონტაჟეს საარჩევნო ყუთები, მოაწყვეს ხმის მიცემის სივრცეები და განათავსეს საინფორმაციო მასალები.
რუსეთის სახელმწიფო დუმა 450 დეპუტატისგან შედგება. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 11 რეგიონში გუბერნატორებს, 39 რეგიონში კი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების წევრებს ირჩევენ.
ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 111 მილიონ ადამიანს აქვს. გათვალისწინებულია ელექტრონული ხმის მიცემაც.
ეს რუსეთის პირველი საპარლამენტო არჩევნებია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყანაში შეიცვალა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური გარემო.
არჩევნებამდე მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ სახელმწიფო დუმაში ორ მესამედზე მეტ ადგილს აკონტროლებდა. კრემლთან დაკავშირებული პარტია კვლავ ინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში.
კენჭისყრა კვირას, 20 სექტემბერს, დასრულდება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.
