კატეგორიები

ევროპელები დიზელის მოსალოდნელი მაღალი ფასის შემცირებას ცდილობენ

ევროპელები დიზელის მოსალოდნელი მაღალი ფასის შემცირებას ცდილობენ
Copyright AP

ევროპელი ლიდერები კვლავ ჩქარობენ ნავთობის ფასების ზრდის შემსუბუქებას, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კიდევ ერთი ესკალაციის ფონზე, საუდის არაბეთის ტვირთი შეფერხებული ან საერთოდ შეჩერებულია.

უახლესი შემაშფოთებელი ინფორმაცია საუდის არაბეთიდან გავრცელდა.  იემენის ჰუსიტებისა და ერაყის თავდასხმების გამო დროებით შეჩერდა იმ ნავთობსადენის მუშაობა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით იყო გაყვანილი.

ნავთობსადენის მუშაობის შეფერეხება  გლობალური ნავთობმომარაგების 4%-ს უქმნის საფრთხეს.

საფრანგეთისა და იტალიისთვის, სადაც 2027 წელს გადამწყვეტი არჩევნები გაიმართება, ენერგიის მაღალი ფასები შიდა პოლიტიკური საკითხია.

16 სექტემბერს, საღამოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საწვავის ფასის  ბრძოლის წინააღმდეგ მობილიზაცია გამოაცხადა და დასძინა, რომ საფრანგეთი ნავთობის მარაგის უზრუნველყოფაზე მუშაობს.

ამასობაში, პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ღამით მცირე და საშუალო სიმძლავრის ავტომობილებზე დაწესებული გადასახადის გაუქმების შესახებ გამოაცხადა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავარი კრიზისი ფასებია და არა დიზელის დეფიციტი. მან აღნიშნა, რომ არცერთ წევრ სახელმწიფოს აქამდე არ გამოუთქვამს შეშფოთება მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, კომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ დაბეგვრის გზით შეამცირონ ფასები, რაც დიდ როლს ასრულებს ენერგომატარებლების ფასების განსაზღვრაში და აღნიშნა, რომ მის ძალებს აღემატება გლობალური ნავთობის ფასებზე გავლენის ქონა.

ფასების მატებისა და ინფლაციის ფონზე, მოგების დამატებითი გადასახადის დაწესების მოთხოვნაც სულ უფრო იზრდება იმ კომპანიებისა ან ინდუსტირებისთვის, რომლებიც ასეთ კრიზისულ პერიოდში მოულოდნელ და კოლოსალურ მოგაბაზე გადიან.

დაკავშირებული ამბები
შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტერსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა ევროპელები დიზელის მოსალოდნელი მაღალი ფასის შემცირებას ცდილობენ