კატეგორიები

ევროკომისიის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიებს რისკებზე სამსჯელოდ იწვევს

ევროკომისიის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიებს რისკებზე სამსჯელოდ იწვევს
Copyright 2026 The Associated Press

ევროკომისიის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი კომპანიების მოწვევას გეგმავს, რათა ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკები და მათი  მართვის უკეთესი გზები განიხილონ. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ყურადღება გაამახვილა იმ რეგულაციებზეც, რომელიც ევროკავშირში ამ მხრივ ახლახან იქნა მიღებული. მისი თქმით  ეს ევროკავშირს კარგ პოზიციაში აყენებს საიმისოდ, რომ ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე საფრტხეებზე გლობალურ ძალისხმევაში პოზიტიური როლი ითამაშოს. ევროკომისარმა წარადგინა ევროკავშირის მასშტაბით 15 წლამდე მოზარდებისთვის სოც-მედიაზე წვდომის საყოველთაო აკრძალვის ინიციატივაც, ვიდრე პლათფორმები არ დაამტკიცებენ,რომ  მოზარდებისთის უსაფრთხო არიან.  დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

„ხელოვნური ინტელექტის შესახებ აქტი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ნაწილია აუცილებელი დამცავი მექანიზმების შესაქმნელად და ის ევროპას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გლობალური ძალისხმევის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ საკითხს.ამიტომ, ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჩვენს მსგავსად მოაზროვნე პარტნიორებთან, მათ შორის კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და სხვებთან. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ მოდელების შეფასებაზე, ვერიფიკაციაზე, ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა მიმართულებაზე. ასევე, მოვიწვევ წამყვან სპეციალისტებს ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელების შემქმნელ მთავარ კომპანიებს  შეხვედრაზე, რათა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ინდუსტრიის მიმდინარე ძალისხმევას, რათა მოწინავე AI-ის განვითარება პასუხისმგებლიანად წარიმართოს“- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

საკითხის მიმართ ინტერესი მაღალია თუმცა სულ ბოლოს ეი აის რისკებთან დაკავშირებით ანტროპიკის მკვლევარმა ჯეიკობ კოქსმა კიდევ უფრო მეტად მიიპყრო  ყურადღება, რომელმაც მანამდე კომპანიის წამყვანი თანამდებობა დატოვა და open AI თვითგანვითარებადი სუპერ ინტელექტის შექმნის პროცესში უპასუხისმგებლო მიდგომებში დაადანაშაულა.მისი თქმით საბოლოოდ ეს შექმნის ადამიანზე ბევრად ძლიერ სისტემას, რომელიც რეალურ ძალაუფლებას მოიპოვებს. მან გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ ადამიანებს სრულად არ აქვთ გააზრებული ის რისკები,რომელიც თანამედროვე ტექნოლოგეიბს მატთვის მოაქს. ანტროპიკი და ოუფენ ეი აი წამყვანი კომპანიებია ხელოვნური ინტელექტის დარგში, მკვლევრების ნაწილი გამოდიან ინიციატიოვით, რომ ხელოვური ინტელექტის განვიტარება მიზანმიმართულად შენელდეს, რადგან მისი ასეთი სწრაფი განვითარება უდიდეს რისკებს შეიცავს კაცობრიობისთვის.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისიის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიებს რისკებზე სამსჯელოდ იწვევს ტრამპის აზრით, კანადის ევროკავშირთან დაახლოება, შესაძლოა, „მტრულ აქტად“ ჩაითვალოს