კატეგორიები

კრემლი საზღვარგარეთ რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

კრემლი საზღვარგარეთ რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი
აშშ-ის იუსტიციის  დეპარტამენტის განცხადებით, გახსნილია დანაშაულებრივი ქსელი, რომლის მიზანიც საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი ოპოზიციონერების მკვლელობა და ევროპაში დივერსიების მოწყობა იყო. ამის უკან, როგორც გენერალური პროკურორი, ტოდ ბლანში აცხადებს, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.

უწყების ინფორმაციით, რუსული დაზვერვის დავალებით ხუთკაციანი ქსელი იმ პირებს ეძებდა, რომლებიც სამიზნეებს ფიზიკურად გაანადგურებდნენ, საუბარია სულ მცირე ორ რუს ოპოზიციონერზე. იმავე განცხადებიდან ირკვევა, რომ გეგმაში იყო დივერსია სამხედრო  და სამოქალაქო ობიექტებზე, რომელიც ევროპაში სულ უფრო მეტად გახშირდა.

„რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ 5 პირს ბრალი ედებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში თავდასხმებისა და მკვლელობების მიზნით საქმიანობაში. ქსელი იხდიდა და ცდილობდა გადაეხადა თანხა იმ პირებისთის აშშ-სა თუ სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სამიზნეებს ჯერ წინასწარ შეისწავლიდნენ და უთვალთვალებდნენ, მოგვიანებით კი მათ მიზანმიმართულად მოკლავდნენ. ასევე ქსელმა თანამზრახველებს მოუწოდა იმგვარი ტერორისტული აქტების ჩადენისკენ, რომლებიც მოქალაქეებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც დაკავშირებულები არიან ან ითვლებიან უკრაინასთან კავშირში“- წერია აშშ-ის იუსტიციიდ ეპარტამენტის განცხადებაში.

ოპერატიული სამუშაოები გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა, საგულისხმოა,რომ სამსახურის დირექტორის მოადგილის, დარენ კოქსის განცხადებით, მათ რუსეთს ხელი შეუშალეს განეხორციელებინა ძალადობრივი მკვლელობა აშშ-ის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებშიც. საგულისხმოა, რომ დამნაშავეებმა 2026 წელს აშშ-ის რეზიდენტის გადაბირება მოახერხეს ცნობილი რუს ოპოზიციონერზე სათვალთვალოდ, რომელიც ამჟამად შტატებში ცხორონს. ვინაობა არ სახელდება.მკვლელობის საფასური 40 ათასი დოლარი იყო. იგივე სცენარი მოქმედებდა ლიეტუვაში მცხოვრებ მსხვერპლთან დაკავშირებითაც, ჯერ კიდევ 2025 წელს.

„როგორც ბრალდებაშია ნათქვამი, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებზე მომუშავე ბრალდებულები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აქ, შეერთებულ შტატებში, ნგრევისა და ქაოსის გამოწვევის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.დღევანდელ საბრალდებო დასკვნაში აღწერილი რუსეთის მიერ მართული ქსელი თავხედური, აგრესიული და ფართო მასშტაბისაა. მათთვის წარდგენილმა ბრალდებებმა მკაფიო გზავნილი უნდა გააგზავნოს: მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფებით ან ვისთვის მუშაობთ - ჩვენ გამოვიძიებთ თქვენს დანაშაულებს და პასუხს მოგთხოვთ“-აღნიშნავს  ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორი, ჯეიმი მაკდონალდი.

საუბარია 5 დამნაშავეზე - 63 წლის იური ხრამეევზე, რომელიც რუსულ სპეც სამსახურებში მსახურობდა და საქმეშიც პოლკოვნიკადაა მოხსენიებული. მისი 27 წლის შვილი, კირილ ხრამეევი, ეფესბეს ოფიცერი. 35 და 22 წლის კუბელი და ვენესუელელი მოქალაქეები. ერთერთი მათგანის სახელი ლიეტუვაში დივერსიების მოწყობის საქმეშიც ფიგურირებდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დამნაშავეებს ტერორიზმის დაფინანსების გზით შეთქმულების მოწყობასი ედებათ ბრალი, მათგან 3 პირს შეკვეთილ მკვლელობაშიც ადანაშაუელბენ.  პირველი მუხლის მაქსიმალური სასჯელი 20, ხოლო მეორე მუხლისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული.

 

დაკავშირებული ამბები
კრემლი საზღვარგარეთ რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის თქმით, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურას „აღარ შეუტევენ“