საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ ერთი თვის წინ გააუქმა წინა აკრძალვა, რადგან დაადგინა, რომ ეს იყო 15 წლამდე ასაკის პირთა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რომელიც შეუსაბამო, არააუცილებელი და არაპროპორციული იყო.
ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ სებასტიენ ლეკორნუს დაავალა ახალი წინადადების შემუშავება.
მკაცრი ტექნიკური მუშაობის შემდეგ მთავრობა დღეს აცნობებს ევროკომისიას ახალი კანონპროექტის შესახებ, დაწერა ემანუელ მაკრონმა პლატფრომა X-ზე.
რამდენიმე ქვეყანამ, როგორებიცაა ავსტრალია, ინდონეზია და დიდი ბრიტანეთი, უკვე მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავს ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას, მათი მავნე ზემოქმედების შესახებ გაფრთხილებების ფონზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, ამ კვირაში წარადგინოს არასრულწლოვნებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით მის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.
