კატეგორიები

კენიაში მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანის ტესტირება მიმდინარეობს

კენიაში მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანის ტესტირება მიმდინარეობს
კენიის მტვრიან გზებზე მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანის ტესტირება მიმდინარეობს. მისი მიზანია სამედიცინო დაწესებულებებიდან შორს მდებარე თემებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. „Stella Juva“-ს სახელით ცნობილი მანქანა მზის ენერგიაზე მუშაობს, რაც ამცირებს საწვავზე და ელექტროქსელზე დამოკიდებულებას.

„2025 წლის სექტემბერში ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალმა გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა Stella Juva — მსოფლიოში პირველი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. ეს გადაწყვეტილება აფრიკის მრავალ თემში არსებული პრობლემებით იყო განპირობებული. ჩვენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას გავესაუბრეთ; მათ აღნიშნეს, რომ წიაღისეულ საწვავსა და ელექტროქსელზე დამოკიდებულება ზოგჯერ აფერხებს სამედიცინო მომსახურების გაწევას. ჩვენი აზრით კი, აღნიშნული რესურსების ხელმისაწვდომობა არ უნდა წარმოადგენდეს შემაფერხებელ ფაქტორს ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისას.“ - აცხადებს მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანის ერთ-ერთი შემქნელი, იარნო ბასტენი.

Stella Juva უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწრაფო დახმარების მანქანა, ის შეიძლება იყოს ერთგვარი  მოძრავი კლინიკაც. სასწრაფო დახმარების მანქანაში ჯანდაცვის მუშაკებს შეუძლიათ თან იქონიონ ულტრაბგერითი სკანერი, პორტატული რენტგენის აპარატურა, დეფიბრილატორი და მაცივარი სამედიცინო მარაგებისთვის.

„ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, იმის გადაწყვეტაა, თუ რა აღჭურვილობა უნდა განთავსდეს „სტელა იუვაში“ (Stella Juva). უმნიშვნელოვანესია კონკრეტული საჭიროებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა, რადგან ენერგიის რესურსი შეზღუდულია; შესაბამისად, უნდა განგვესაზღვრა, რომელი მოწყობილობებია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შორეულ თემებში სამედიცინო მომსახურების გასაწევად. სწორედ ამიტომ ადგილობრივ ექიმებთან ერთად ვიმუშავეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ „სტელა იუვა“ სათანადო აღჭურვილობით იქნებოდა უზრუნველყოფილი. კიდევ ერთი გამოწვევა სისტემის მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფაა, ვინაიდან მზისგან მიღებული ენერგია შეზღუდული რაოდენობისაა და მისი გონივრულად გამოყენება გვმართებს. ამდენად, საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებისას მუდმივად ვცდილობდით, სისტემა მაქსიმალურად ეფექტიანი გაგვეხადა.“ - აცხადებს მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანის ერთ-ერთი შემქნელი, იარნო ბასტენი.

მანქანას ერთი დატენვით 715 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 120 კილომეტრია.

„ეს საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ ძირითადი დიაგნოსტიკური სკრინინგები, რადგან ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა გვაქვს თემებსა და ჩვენს დაწესებულებებში, ჩვენ 100%-ით ვერ ვენდებით ელექტროენერგიის მიწოდების მთავარ წყაროს. ამგვარად, ეს საშუალებას მოგვცემს, ჩავატაროთ დედებისა და ბავშვების სკრინინგი, ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ გართულებები და რეალურ დროში გადავამისამართოთ ისინი“. - ამბობს პროექტის ოფიცერი, ჯეფრი სადერა.

ამჟამად მანქანა ტესტირებას  რეალურპირობებშიგადის. მისი მიზანია მანძილთან და მზის ენერგიასთან დაკავშირებული გამოწვევის დაძლევა

დაკავშირებული ამბები
კენიაში მზის ენერგიაზე მომუშავე სასწრაფო დახმარების მანქანის ტესტირება მიმდინარეობს Apple-მა საკუთარი წარმოებისთვის ფლაგმანური სიახლე წარადგინა