თითქმის ორწლიანი ანტისამთავრობო პროტესტის სათავეში მყოფი სერბი სტუდენტები წინასაარჩევნო ბრძოლას ოფიციალურად შეუერთდნენ.
ახალგაზრდულმა მოძრაობამ საარჩევნო ორგანოს სია წარუდგინა. მანამდე კი, ბელგრადის ცენტრში მსვლელობა მოაწყო.
„სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ამ ბავშვებს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა დემონსტრაციის მონაწილე ალექსანდრ რადოშევიჩმა.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 25-26 სექტემბერს პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს, რათა მისი პარტიის საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელოს, და გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი გახდეს.
იგი პრეზიდენტის პოსტს ვეღარ დაიკავებს, რადგან ამ თანამდებობაზე ორი ვადით უკვე იმსახურა.
ვები: თითქმის ორწლიანი ანტისამთავრობო პროტესტის სათავეში მყოფი სერბი სტუდენტები წინასაარჩევნო ბრძოლას ოფიციალურად შეუერთდნენ.
ახალგაზრდულმა მოძრაობამ საარჩევნო ორგანოს საარჩევნო სია წარუდგინა. მანამდე კი, ბელგრადის ცენტრში მსვლელობა მოაწყო.
შეკრებას რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა და სებეთის დედაქალაში სტუდენტების მხარდამჭერი გზავნილები გაისმა.
„გამარჯვებას ველოდები, სხვას არაფერს. რადგან თუ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით“, – განაცხადა შეკრების მონაწილე ალექსა აქსიჩმა.
„აქ მოსული ყველა ადამიანი ცვლილებას ელის – ამ სისტემის შეცვლას. სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ამ ბავშვებს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა დემონსტრაციის კიდევ ერთმა მონაწილემ ალექსანდრ რადოშევიჩმა.
ძალაუფლების 14 წლის თავზე მომავალ თვეში ჩანიშნული არჩევნები ვუჩიჩისთვის მნიშვნელოვან გამოცდად აღიქმება.
კენჭისყრა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიმართება: მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება ფართოდ არის გავრცელებული, მმართველი პოპულისტები ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
პროტესტი, რომელიც ლამის ორი წელია გრძელდება, 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგუზე მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. ნგრევამ ახლადგარემონტებული სადგურის მთავარ შესასვლელთან 16 ადამიანი იმსხვერპლა.
სტუდენტები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ მაღალუ დონის კორუფციის გამო შესრულდა.
თითქმის ყოველდღიურმა დემონსტრაციებმა, რომლებშიც ზოგჯერ ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ვუჩიჩს 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა შეუქმნა.
ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გრძელ რიგებში იდგა, რათა ახალგაზრდების მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო სიისთვის ხელი მოეწერა.
ამ სიაში ძირითადად ნაკლებად ცნობილი პროფესორები, მასწავლებლები, ექსპერტები, ყოფილი სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.
ცოტა ხნის წინ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 25-26 სექტემბერს პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს, რათა მისი პარტიის საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელოს, და გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი გახდეს.
იგი პრეზიდენტის პოსტს ვეღარ დაიკავებს, რადგან ამ თანამდებობაზე ორი ვადით უკვე იმსახურა. სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ცალკე გაიმართება.
