კატეგორიები

12 ევროპული ქვეყანა ევროკავშირს არქტიკაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს

12 ევროპული ქვეყანა ევროკავშირს არქტიკაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს
12-მა ევროპულმა ქვეყანამ, მოსკოვისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარების ფონზე, ევროკავშირს მოუწოდა უფრო მეტად ჩაერთოს არქტიკაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი შეასრულოს ევროპულ არქტიკაში“, - წერენ ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში რომელიც ჩრდილოეთ ფინეთში, როვანიემიში, ევროპული არქტიკის სამიტის შემდეგ გავრცელდა.

14 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა, განაცხადა, რომ ბლოკი ყურადღებით უნდა იყოს.

„ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ევროკავშირის ახალ არქტიკულ სტრატეგიას, რომლის ბირთვიც უსაფრთხოებაა, რადგან ცხადია, რომ ეს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილია. ამ სტრატეგიაში, რომელსაც რა თქმა უნდა, ოქტომბრის ბოლოს წარვადგენთ,  კონკრეტული პროექტებიც იქნება გათვალისწინებული“. - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

არქტიკა მნიშვნელოვანი კარიბჭეა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას აკავშირებს და უზრუნველყოფს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და სავაჭრო კავშირებს.

ნატოს ინფორმაციით, მოსკოვმა საგრძნობლად გააძლიერა სამხედრო აქტივობა არქტიკაში.

ნატოს მიხედვით, რეგიონის მიმართ ინტერესს პეკინიც იჩენს, განსაკუთრებით კრიტიკული მინერალების, ენერგიისა და ახალი საკომუნიკაციო ხაზებზე წვდომის მოპოვების თაობაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ თვის დასაწყისში გრენლანდიაში იმყოფებოდა, რათა დონალდ ტრამპის მიერ  კუნძულის შესყიდვასთან დაკავშირებული მოწოდებების ფონზე გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა.

დაკავშირებული ამბები
12 ევროპული ქვეყანა ევროკავშირს არქტიკაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს 9/11 ტერაქტების სერიიდან 25 წელი გავიდა