ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა მის სამხედრო ხომალდებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პასუხად სამშაბათს ხუთი ირანული ნავთობტანკერი გაანადგურა.
ცენტრალური სარდლობის მიერ ამ ცნობის გავრცელების პარალელურად ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ვაშინგტონის დარტყმების შემდეგ თეირანმა იორდანიაში ამერიკული სამიზნეების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტანკერებს მას შემდეგ დაარტყა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკული საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდი ბოლო ორი დღის განმავლობაში ბალისტიკური რაკეტების სამიზნედ ორჯერ აქცია. ცენტრალური სარდლობის თანახმად, ხომალდმა „ირანის თავდასხმების მცდელობები თავიდან წარმატებით აიცილა და ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან“.
გავრცელებულ განცხადებაშივეა ნათქვამი, რომ ხუთივე განადგურებლი ხომალდის ეკიპაჟს თავდასხმამდე გემების დატოვება უბრძანეს.
პარალელურად, იორდანიის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მიმართულებით გაშვებული 18 ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, ხოლო კიდევ ორი დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა. სამხედროები აცხადებენ, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.
იორდანიის სამხედრო ბაზები, როგორც ქვეყნის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა და რომლის ტერიტორიაზეც ამერიკული ძალებია განლაგებული, ირანის მხრიდან განმეორებითი თავდასხმების სამიზნეა.
