კატეგორიები

11 ევროპულმა ქვეყანამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან სავაჭრო სანქციები დააწესა

11 ევროპულმა ქვეყანამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან სავაჭრო სანქციები დააწესა
პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობისა და თავდასხმების ზრდისა და უკანონო დასახლებების გაფართოების შემდეგ 11 ევროპულმა ქვეყანამ და ასევე კანადამ 8 სექტემბერს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებიდან იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.  

განცხადებას ხელი მოაწერეს კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, დანიამ, ფინეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა პარლამენტში იმპორტის აკრძალვისა და სხვა ზომების შესახებაც გამოაცხადა.

„ბრიტანეთის მთავრობაც ფიქრობს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რაიონებში პალესტინელების ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს და მას  ებრაელი ახალმოსახლე ტერორისტები ახორციელებენ. ძალიან ხშირად ისრაელის მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავდა. მეტიც, მისი წევრები განცხადებებით გამოდიოდნენ და მოქმედებდნენ კიდეც პალესტინელების იძულებითი გადაადგილების მხარდასაჭერად. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ დავაწესებთ აკრძალვას საქონლის იმპორტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, უკანონო დასახლებებიდან. ჩემს პატივცემულ მეგობართან, ბიზნესმდივანთან თანამშრომლობით, შესაბამისი რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით,  შემოვიღებთ სანქციების ახალ ყოვლისმომცველ რეჟიმს“. - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედ მილიბენდმა.

ისრაელმა პასუხი არ დააყოვნა და იერუსალიმში  ბრიტანეთის საკონსულოს დახურვის ბრძნება გასცა და ბრიტანეთის 12 მოქალაქეს, მათ შორის მმართველი ლეიბორისტული პარტიის კანონმდებლებს, ქვეყანაში ვიზიტი აუკრძალა.  

ისრაელის მთავრობამ გასულ თვეს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 1200 საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობისთვის ტენდერები გამოაცხადა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მხრიდან ფართო კრიტიკა მოჰყვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს დასახლებების მშენებლობას, რაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოდ მიიჩნევა.

დაკავშირებული ამბები
11 ევროპულმა ქვეყანამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან სავაჭრო სანქციები დააწესა კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურე რეგიონის უსაფრთხოებისთვის მხოლოდ აშშ-ს იმედად არ უნდა იყოს