გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა, აშშ-ის იმიგრაციის ცენტრში მყოფი პატიმრების გარდაცვალების შემთხვევების გახშირების გამო დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა.
წელს ICE-ის პატიმრობაში 23 ადამიანი დაიღუპა. ამიტომ ტურკმა მოუწოდა ვაშინგტონს, შეწყვიტოს დეპორტაცია იმ ადგილებში, სადაც ადამიანებს ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ.
იგი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ICE-ის აგენტების ელექტროშოკური ხელთათმანებით მომარაგებას აპირებენ.
გარდაცვალების ამ შემთხვევების გამო უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. მე შეშფოთებული ვარ, რადგან იმიგრაციის აგენტების ელექტროშოკური ხელთათმანებით აღჭურვა გამოიწვევს მათ ოპერაციებთან დაკავშირებულ უფრო მეტ ძალადობას“. – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.
Human Rights Watch-ისა და Physicians for Human Rights-ის ივნისში გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში ნათქვამია, რომ ICE-ის პატიმრობაში მყოფი ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ICE ასევე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სამართალდამცავი ოპერაციების დროს ფატალური სროლების სერიის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მეორე ვადის დროს პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა. შედეგად ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დააკავა და შესაბამისი ცენტრებიც გააფართოვა.
