ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტის კამპანიას, სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტს სახელები გადაარქვას, ახალი სამიზნე გამოუჩნდა. დონალდ ტრამპს ამჯერად ნიუ-მექსიკოს შტატისთვის აქვს ახალი სახელის დარქმევის წინადადება. შტატის რუკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ნიუ-ამერიკის“ სახელით სოციალურ ქსელში ზედიზედ შვიდჯერ გამოაქვეყნა.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა მეზობელ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე ტბა ონტარიოსთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
„ნიუ-მექსიკოს სახელის შეცვლა და მისთვის ახალი ამერიკის დარქმევა ბევრმა მირჩია“, – დაწერა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში და ისიც დაამარა, რომ ახალი სახელი „ბევრად უფრო პრესტიჟული და ლამაზი იქნებოდა“.
ნიუ-მექსიკოს რუკა, რომელზეც შტატის სახელი გადახაზეულია და იგი „ნიუ-ამერიკად“ არის მონიშნული, თეთრმა სახლმაც გამოაქვეყნა.
ტრამპის Truth Social-ის ანგარიშზე კიდევ რამდენიმე მსგავსი რუკა ფამოქვეყნდა.
ნიუ-მექსიკოს გუბერნატორმა, მიშელ ლუჰან გრიშამმა Fox News-ს განუცხადა, რომ შტატნის სახელწოდება „საკამათო საკითხი არ არის“. მისი თქმით, პრეზიდენტს პრობლემებიდან, მათ შორის საწვავის მკვეთრად გაზრდილი ფასებიდან, ამერიკელების ყურადღების გადატანა სურდა.
დონალდ ტრამპმა აქამდე ჰორმუზის სრუტისთვის „ტრამპის სრუტის“ დარქმევის იდეაც წამოაყენა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ მიანიშნა, რომ ეს სერიოზულად არ უთქვამს.
2025 წელს, თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს, ტრამპმა მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურე“ უწოდა.
