კატეგორიები

თეირანი ჰორმუზის სრუტესთან „აკრძალული ზონის“ გამოცხადებას გეგმავს

თეირანი ჰორმუზის სრუტესთან „აკრძალული ზონის“ გამოცხადებას გეგმავს
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტესთან „აკრძალული ზონის“ გამოცხადებას გეგმავს.

მოჰსენ რეზაი განმარტავს, რომ ნებისმიერ გემს, რომელიც ამ ზონაში ჰორმუზის სრუტეში გავლის განზრახვით მოხვდება, სანქციები დაუწესდება.

ირანელმა მაღალჩინოსანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის გეგმებზე სახელმწიფო მაუწყებელთან ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

მის ინტერვიუს წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის სამ ნავთობტანკერზე დარტყმა უძღოდა ამერიკული სამხედრო ხომალდების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებაზე პასუხად.

რეზაის თანახმად, ახალი ზონა მალე უნდა გამოცხადდეს. მისი თქმით, იგი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული „საზღვაო ბლოკადის ხაზიდან დაიწყება“ და სპარსეთის ყურემდე გავრცელდება.

„ღვთის ნებით, უახლოეს დღეებსა და კვირებში ჩვენ ჰორმუზის სრუტის მიღმა შეზღუდულ ზონას გამოვაცხადებთ. იგი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის ხაზიდან დაიწყება და ჰორმუზის სრუტის გავლით სპარსეთის ყურემდე გავრცელდება. რა არის ეს ტერიტორიაა? ჩვენ მას აკრძალულ ზონად გამოვაცხადებთ, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ამ ზონაში ჰორმუზის სრუტეში გავლის განზრახვით შევა და იდენტიფიცირდება, ჩვენს სანქცირებულთა სიაში მოხვდება.

თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ბლოკადა ირანში მასობრივ შიმშილს იწვევდეს, დიდი ტყუილია. ირანის მთავრობა ამისთვის დიდი ხანია ემზადება და საკვებისა და აუცილებელი პროდუქტების საკმარისი მარაგები აქვს.

ჩვენ ყოველდღიურად ერთ მილიონ, მილიონ-ნახევარ ბარელ ნავთობს ვყიდით, თითქოს ირანში ნავთობის მოპოვება და ვაჭრობა ჩვეულებრივ გრძელდებოდეს“, - განაცხადა მოჰსენ რეზაიმ, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი.

თუმცა უცნობია, სად გადის ირანისთვის ვაშინგტონის ბლოკადის ხაზი.

ამერიკის შეერთებული შტატების ძალების თანახმად, ბლოკადის აღსრულებას 20-ზე მეტი სამხედრო ხომალდი უზრუნველყოფს.

ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და პერიოდული უერთიერთიერიშების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ეკონომიკაზე ზეწოლის გასაძლიერებლად ახალ ზომებს აწესებს.

ამავდროულად, ირანი ჰოზმუზის სრუტეში ზოგიერთ გემს თავს კვლავ ესხმის.

დაკავშირებული ამბები
ირანში ავტოცისტერნის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა თეირანი ჰორმუზის სრუტესთან „აკრძალული ზონის“ გამოცხადებას გეგმავს