მშვიდობის მისაღწევად შემუშავებული ახალი იდეებით კიევსა და მოსკოვში ჩასული ამერიკული დელეგაცია კმაყოფილი ჩანს. ომის დასრულების ახლებურ გზებზე ჯერ ვლადიმერ პუტინთან, მოგვიანებით კი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული საუბრების შემდეგ დონალდ ტრამპის სპეც-წარმომადგენლებმა არ დამალეს, რომ დისკუსიებისთვის ახალი ბიძგის მიცემა სურთ. ამის მიღწევას უკევ არსებული შეთავაზებების გადახედვითა და შეცვლით ცდილობენ,რათა ის მხარეებისთის მეტად ხელსაყრელად გამოიყურებოდეს.
მიზანი ზამთრის დადგომამდე დიპომატიური გარღვევის მიღწევაა, თუმცა თავად უკრაინის პრეზიდენტისთის ნაკლებად სავარაუდოა ზამთრისთის ომი დასრულდეს, ამიტომ ამერიკელ სტუმრებს მშვიდობის გარდა, უკრაინისთის კონკრეტული დახმარების პაკეტზეც ესაუბრება. მათ შორის პეტრიოტის სისტემების შესყიდვის თაობაზეც. ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ორ ამერიკელ დიპლომატმა კიევში პეტრიოტებზე კარგად იმუშავეს,რადგან მათ ვიზიტთან დაკავშირებით კრემლმა 3 დღით დედაქალაქზე დარტყმების შეჩერება ბრძანა, იგივეთი უპასუხა კიევმაც.
„გაჟღერდა რამდენიმე ახალი იდეა, ჩვენ მათ დავამუშავებთ. მოგვეცით საუშალება ჯერ სიღრმისეულად გავაანალიზოთ ის,გავერკვეთ დეტალებში და იმაში,თუ როგორი შეიძლება იყოს ნაბიჯები და მიგვაახლოვებენ თუ არა ისინი მშვიდობასთან. ამის შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყებთ საუბარს საზოგადოებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ომი დასრულდეს, დამთავრდეს ადამიანების ტანჯვა და სიკვდილი,ომი უნდა დასრულდეს ისე,რომ აღარ დარჩეს აგრესიის განახლების შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ. დღეს თქვენ პატრიოტის სისტემებზე უკეთ იმუშავეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დედაქალაქში იმყოფებია,. გმადლობთ და უფრო ხშირად ჩამოდით. ამგვარად ჩვენს ხალხს ექნება მშვიდათ ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა, ევროპა და ამერიკა შეხვდებიან ერთმანეთს. არ ვიცი, სად გაიმართება ეს შეხვედრა: ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ან შესაძლოა ისევ უკრაინაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ღია ვართ.ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამმხრივი შეხვედრები გაიმართოს. რა თქმა უნდა ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ვნახოთ, რას დათანხმდება რუსეთი”-განცხადა უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზუსტად რაში მდგომარეობს ახალი შეთავაზებები - მთავარი კითხვაა, რომელზე კონკრეტიკაც გასაგები მიზეზების გამო ნაკლებია. აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი,რომ კრემლი კიევისგან 4 რეგიონის დათმობასა და ნატოზე უარს ითხოვდა და ამ მოთხოვნების გადახედვასაც არ აპირებდა. კიევის უარი ამასთან დაკავშირებით მოსკოვს არაერტხელ მოუსმენია.უკრაინა სამართლიან მშვიდობას ითხოვს, საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებით. დაპირისპირებული მხარეები ამ საკითხებზე დელეგაციებს სამმხრივ ფორმატში გააგრძელებენ, ეს შეხვედრების შემდეგ ითქვა, დაიგეგმა უკრაინას, აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს შორის შეხვედრაც. ადგილი ზუსტდება.
თავად თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ შეხვედრის შესახებ სიახლეები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.მანამდე კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თავად დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ისაურბეს.
“ვფიქრობ, მოსკოვსი ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მოვისმინეთ ახალი იდეები, მოვუსმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც სამმხრივ შეხვედრაზე საუბრობდა, რომელიც ვიმედოვნებთ მალე დაანონსდება. იყო ბევრი დამაჯერებელი იდეა, რომელიც განვიხილეთ მოსკოვში და ჩამოვიტანეთ კიევში. საჭიროა,რომ ორივე მხარე წავიდეს კომპრომისზე, საჭიროა შემცირდეს განხეთქილება, და ვფიქრობ გვაქვს ამ წერტილამდე მისვლის შესაძლებლობა. ჩვენ ვისწრაფვით ამ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ და არა ამ კონფლიქტის კინეტიკური გზით გადაწყვეტისკენ. და სწორედ ამას ესწრაფვის პრეზიდენტი ტრამპი. ამიტომ ვართ აქ მე და ჯარედი.პრეზიდენტმა გვთხოვა, ჩამოვსულიყავით აქ და ხელახლა დაგვეწყო საუბარი და მოლაპარაკებები, რადგან ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ კმაყოფილები ვართ იმით, რაც მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს მოხდა და ახლა უკვე აქ, ამ შეხვედრების ფარგლებში, მიმდინარე საუბრებითაც“- განმარტა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა,სტივ უიტკოფმა.
“პრეზიდენტ პუტინთან ერთად განვიხილეთ არაერთი იდეა, რომლებმაც დღემდე არ იმუშავა და ნამდვილად შევეცადეთ გვეფიქრა იმაზე, თუ რა ელემენტებია საჭირო იმ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ასევე, რა შეიძლება მიიღოს რუსეთმა ამისგან? რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ? და რა შეიძლება მიიღოს მსოფლიომ?ეს იყო ძალიან კარგი დიალოგი. ჩვენ ბევრი კითხვა დავსვით, მანაც ბევრი კითხვა დასვა. და ვფიქრობ, ახლა ამ საკითხებზე საუბარი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.ის, რისი მიღწევაც პრეზიდენტ ტრამპს სურს, არის ისეთი ვითარება, როდესაც, ცხადია, ქვეყნებს შორის აღარ იქნება საომარი მოქმედებები და ორივე ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი უზარმაზარი პოტენციალის რეალიზებაზე იყოს ორიენტირებული. მათ შეეძლებათ იპოვონ ერთმანეთისგან სარგებელი და ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულების გარეშე ითანამშრომლონ.ამიტომ, პრეზიდენტმა ტრამპმა სტივს და მე დაგვავალა, შევქმნათ რეალურად სამშვიდობო პაკეტი. სტივმა ახსენა ჩვენი შესანიშნავი გუნდი, რომელიც რეალურად მთავრობის წარმომადგენლებისგან შედგება. აშშ-ის მთავრობაში უამრავი ადამიანის, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის - რუბიოს - და მრავალი სხვა პირის ხელმძღვანელობით, მუშაობს ამაზე, რათა ეს პაკეტი ჩამოყალიბდეს“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ, ჯარედ კუშნერმა.
რუსული მხარე ამბობს,რომ ამერიკული დელეგაცია ამ 3 საათიანი შეხვედრისთვის განსაკუთღებულად და სერიოზულად მომზადებული იყო. საუბრები ღიად და კონსტრუქციულიად შეფასდა,აქ კრემლმა ისევ გაიმეორა კონფლიქტის პირველწყაროების გადაჭრის აუცილებლობა და ფრონტის ხაზზე მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი უშაკოვმა განაცხადა, აშშ-ის მხრიდან იყო დაპირება, რომ მოსკოვში მოსმენილს კიევს გადასცემდნენ.
„გულითადად მოგესალმებით მოსკოვში, სიტუაცია მარტივი რა თქმა უნდა არ არის და შევეცდებით მასში გავერკვიოთ. თუმცა ვიდრე ამ საკითხის ყველა ასპექტსა და მდგენელებზე მსჯელობას დავიწყებდეთ,მსურს საუკეთესო სურვილები და მადლიერების სიტყვები გავუგზავნო აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპს“-უთხრა კრემლის სტუმრებს ვლადიმერ პუტინმა.
სტივ უიტკოფი და ჯარეტ კუშნერი მოსკოვში ხშირი სტუმრები არიან,თუმცა კიევში დიპლომატიური მისიით მათმა პირველმა გამოცენამ ბევრს გაუჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა რუსეთ-უკრაინსი ომის დასრულების თვალსაზრისით მართლაც მზადდება გარღვევა. ახალი სუნთქვა მოლაპააკებებში სახეზეა, თუმცა შედეგების პროგნოზირება ჭირს, იმის გათვალისწინებით რომ ეს მედიატორის პირველი მცდელობა არ არის. თეთრი სახლი პროგრესსა დაკომპრომისებს ორივე მხარისგან მოელის.
