კატეგორიები

ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას არ გეგმავს

ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას არ გეგმავს
ირანი აცხადებს, რომ მისი თანხმობის გარეშე ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება. ქვეყნის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, იბრაჰიმ აზიზის თქმით, თეირანმა შეერთებულ შტატებს დაუმტკიცა, რომ საკუთარი მუქარის შესრულება შეუძლია.

ამავდროულად, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვა თითქმის ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ინფორმაციით, ოთხშაბათს ჰორმუზის სრუტე დაახლოებით 15 მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი იერიშებს განაგრძობს.

ამასთან, ირანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეერთებული შტატების ბოლო თავდასხმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა, 142 კი დაშავდა.

ვითარება კვირას გამწვავდა, როდესაც ამერიკულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ლარაკზე ირანის ორ სარაკეტო დანადგარს დაარტყეს. მომდევნო დღეებში შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო იერიშები მიიტანა. საპასუხოდ, თეირანმა იორდანიაში, ქუვეითში, ბაჰრეინში, ერაყის ქურთისტანის რეგიონსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამერიკულ ბაზებსა და ობიექტებს შეუტია.

დაკავშირებული ამბები
ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას არ გეგმავს ირანმა იორდანიაში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანა