კატეგორიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსული დრონების ინციდენტები ევროპაში ახალ ნორმად იქცა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსული დრონების ინციდენტები ევროპაში ახალ ნორმად იქცა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა გასულ თვეს გერმანიაში მომხდარი რუსული დრონების დივერსია, „ახალ ნორმად“ იქცა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის აქტივობის შემდგომ ესკალაციას აღნიშნავს.

ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“ უნდა მოემზადოს და ევროპელებს მოუწოდა, გააცნობიერონ, რომ სამიზნედ ყოველდღიური ინფრასტრუქტურა იქცა, ხოლო რუტემ პირობა დადო, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ევროპელები მკაცრი ჭეშმარიტების წინაშე დგანან, რომ ეს ახალი ნორმაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს კი ნიშნავს მზადყოფნას, რომ რუსეთის უგუნურებას უფრო სწრაფად და უკეთ ვუპასუხოთ. ჩვენი ყოველდღიური ინფრასტრუქტურაა ფრონტის ხაზის სამიზნედ უნდა აღვიქვათ და შესაბამისად დავიცვათ ისინი. და ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთის სამიზნე იქნება.“ - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი ქმნის, აშკარაა. და ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზად ვიყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად. თუ რუსეთი ფიქრობს, რომ მუქარა უფრო მეტად დაგვაშორებს ერთმანეთს, ან თუ ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინის მხარდაჭერაში შეგვიშლიან ხელს, ისინი ცდებიან. ჩვენი ერთიანობა მტკიცეა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.“ - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.

პირველ სექტემებრს, გერმანიამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი გასულ თვეს  ლაიფციგის აეროპორტში დრონებით თავდასხმის მცდელობაში და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ზომების მთელი რიგი მიიღო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრტები სავარაუდოდ, კვირის ბოლოს რუსეთის მიმართ „მკაფიო პასუხს“ გამოაცხადებენ, რომელიც მათ შორის დამატებით სანქციებს მოიცავს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების გატაცების თაობაზე ახალი დამატებით სანქციებს განიხილავს ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსული დრონების ინციდენტები ევროპაში ახალ ნორმად იქცა