კატეგორიები

ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების გატაცების თაობაზე ახალი დამატებით სანქციებს განიხილავს

ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების გატაცების თაობაზე ახალი დამატებით სანქციებს განიხილავს
ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა, 27 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც  უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში მონაწილეობდნენ, 2 სექტემბერს, დამატებითი სანქციების შესახებ განაცხადა.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელი სამიზნეში იღებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არასრულწლოვნების უკანონო მასობრივი გატაცების და დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს. რამდენიმე ინდივიდუალური სია უკვე შეტანილია წინა სანქციების პაკეტებში.

უკრაინამ უკვე დაადასტურა 20 500-ზე მეტი ბავშვის რუსეთში გატაცების ფაქტი. იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიაში ვარაუდობენ , რომ ეს რიცხვი შესაძლოა 35 000 იყოს, ხოლო მოსკოვმა ღიად განაცხადა, რომ ბაშვების რაოდენობა 700 000-ია.

ევრონიუსმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში დანიშნულმა ხელისუფლებამ შექმნა უკრაინელი ბავშვების ე.წ. ონლაინ კატალოგი, სადაც მათ განათლების დეპარტამენტის მეშვეობით იძულებით დაინტერესებულ პირებს შვილად აყვანას სთავაზობენ.

როგორც ამბობენ, არასრულწლოვნები დახარისხებული და კატეგორიებშია განთავსებული, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ მათი შერჩევა ასაკის, სქესის და ფიზიკური მახასიათებლების, როგორიცაა თვალებისა და თმის ფერის, მიხედვით.

გატაცების შემდეგ, იდენტიფიცირების დაწყებიდან დაბრუნებამდე. ერთი ბავშვის რუსეთიდან დაბრუნებას შეიძლება წლები დასჭირდეს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების გატაცების თაობაზე ახალი დამატებით სანქციებს განიხილავს რუსული იერიშის შედეგად კიევის რკინიგზის დეპოს 7 თანამშრომელი დაიღუპა