კატეგორიები

ემანუელ მაკრონი და ჩარლზ III ბრიტანულ მუზეუმს ბაიოს გობელინის სანახავად ესტუმრნენ

ემანუელ მაკრონი და ჩარლზ III ბრიტანულ მუზეუმს ბაიოს გობელინის სანახავად ესტუმრნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დიდ ბრიტანეთს განსაკუთრებული საბაბით სტუმრობს. საუკუნეების შემდეგ ბაიოს ცნობილი გობელინი საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა,მან ბრიტანეთის მუზეუმში დაიდო ბინა.  

ფრანგ ლიდერსა და  ქვეყნის პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს დიდი ბრიტანეთის მეფე-დედოფალი მასპინძლობენ. მათთან ერთადაა კი დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი,ენდი ბერნემი, რომელიც სტუმრებს ბრიტანულ მუზეუმში ახლდა.

ნამუშევარზე,რომელშიც 1066 წელს შესრულდა - ბრიტანეთის ამჟამინდელი მონარქის, მეფე ჩარლზ III-ის წინაპრის, უილიამ I-ის მიერ ინგლისის დაპყრობაა ასახული. მანამდე ის სწორედ საფრანგეთში ინახებოდა, თუმცა ემანუელ მაკრონმა 70 მეტრიანი გობელინის სამშობლოში დაბრუნებაში განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადო,  რის გამოც მადლობაც მიიღო. ახლა გობელინი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა.

„ბაიოს გობელენი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანთა უმეტესობისთვის კარგად არის ცნობილი. 1066 წლის მოვლენებს, ჰასტინგსის ბრძოლასა და ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობას - მომენტს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამ კუნძულების ისტორიის კურსი.ის ასევე მოგვითხრობს იმ ისტორიის დასაწყისზე, რომელსაც მე, ჩემი ოჯახის ისტორიის ფრანგულ ნაწილს ვუწოდებ ამ კუნძულებზე. მართლაც, ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბატონო პრეზიდენტო, გასულ წელს თქვენთვის მემასპინძლა სწორედ იმ ციხესიმაგრეში, რომელიც უილიამ დამპყრობელმა, ნორმანდიის ჰერცოგმა, ვინძორში ააშენა. თუმცა, ცოტა დამწყდა გული, რომ ბაიოს გობელენზე ის წარმოდგენილი არ ყოფილა.მიუხედავად იმისა, რომ მეფე უილიამ პირველის პირდაპირი შთამომავალი ვარ, როგორც მაცნობეს, XIII საუკუნის პარიზის ხელშეკრულებამ, სამწუხაროდ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩემს ნებისმიერ პრეტენზიაზე, ამჟამინდელი ნორმანდიის ჰერცოგობაზე. ბაიოს გობელენი  ან, როგორც მისთვის უბრალოდ  კენტერბერის ნაქარგები შეიძლებოდა ეწოდებინათ მოგვითხორბს  კონფლიქტზე, თითქმის ათასი წლის შემდეგ, ის დღეს აქ არის და ნდობის ძვირფას სიმბოლოდ გვევლინება იმ დროს, როდესაც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქვეყნებს შორის ნდობა დეფიციტური გახდა”- აღნიშნა ბრიტანელმა მონარქმა.

 

„ალბათ გახსოვთ,რომ 2018 წელს, სანდჰერსტში განვაცხადე, რომ ერთად ვიმუშავებდით, რათა ბაიოს გობელენი გაერთიანებულ სამეფოში ჩამოგვეტანა. ამას ცოტა მოთმინება დასჭირდა. რადგან თითქმის ათასი წლის წინ შექმნილ ხელოვნების ნიმუშს ასე უბრალოდ ვერ გადაადგილებ.მაგრამ, ვინაიდან ბრიტანეთის პირველი ოფიციალური მოთხოვნა 1931 წლით თარიღდება, მე ამ რვა წელს ერთგვარ სისწრაფის რეკორდად შევაფასებდი. გასულ წელს, ჩემი სახელმწიფო ვიზიტის დროს, დაგპირდით, რომ ის 2026 წლის სექტემბერში აქ იქნებოდა  და  აი, ისიც“- თქვა საუბრისას ემაუელ მაკრონმა.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი უაღრესად კეთილი სიტყვებისთვის. და მადლობა ამ დახვეწილი, 70-მეტრიანი შეხსენებისთვის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამარცხების შესახებ.გობელენი გვიჩვენებს, როგორ ჩნდება ახალი ლიდერი ჩრდილოეთის ტერიტორიიდან და ინგლისის სამხრეთისკენ მიემგზავრება გვირგვინის მოსაპოვებლად. ცხადია, დღეს ასეთი რამ ვერ მოხდებოდა“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა,ენდი ბერნემმა.

ბრიტანულ მუზეუმში გამოფენილი მოქარგული გობელინი, რომელიც ბრიტანეთის ტახტისთის ბრძოლას ასახავს სავარაუდოდ უილიამ დამპყრობლის ნახევარ-ძმამ, ბაიოს ეპისკოპოსმა ოდომ 1070-იანების ინგლისში დაამზადა. ის მანამდე საფრანგეთში, ნორმანდიაში იყო გამოფენილი. უკვე ბრიტანულ მუზეუმში მისი ნახვა  10 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

დაკავშირებული ამბები
ემანუელ მაკრონი და ჩარლზ III ბრიტანულ მუზეუმს ბაიოს გობელინის სანახავად ესტუმრნენ მოსკოვი რუსეთის მასშტაბით გერმანულ კულტურულ ცენტრებს დახურავს