პორტუგალიაში 6-დან 14 წლმადე ასაკის მოწაფეებს ციფრული ტექნოლოგიების საბაზისო უანრებს ასწავლიან. სპეციალური პროგრამის ფარგლებში მოწაფეები საკუთარ პლანშეტებში ცდილობენ წარმატებით გაართვან თავი ვიდეოთამაშს, ააწყონ თავსატეხი, ან შეისწავლონ საერთაშორიოს კოსმოსური სადგური. ასე ითვისებენ დაწყებითი სკოლის აღსაზრდელები კოდირებას პორტუგალიური კომპიუტერული პროგრამირების პალტფორმა Ubbu-ს დახმარებით.
ლისაბონის ცნობილ საერთაშორისო სკოლაში დღეს სასწავლო წლის ბოლო დღეა. გარემო მშვიდი და ხალისიანია, თუმცა ის გასართობი დავალებები, რომლებსაც ბავშვები საკუთარ პლანშეტებზე ასრულებენ, ციფრულ განაათლებასა და კომპიუტერული პროგრამირების სწავლებას ემსახურება. მათი მთავარი იარაღია Ubbu - პორტუგალიური საგანმანათლებლო პალტფორმა, რომელიც 6-დან 14 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი.
"ერთი შეხედვით ბავშვები უბრალოდ თამაშობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი უამრავ რამეს სწავლობენ,” - ამბობს ტერეზა კარი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, PaRK International School. “ბავშვი უნდა დაფიქრდეს: მე მაქვს კომპიუტერი, რისთვის შემიძლია გამოვიყენო? მაქვს რობოტი - რა უნდა გავაკეთებინო? ეს ავითარებს ლოგიკას, ასწავლის მათემატიკას, მათ სფეხურები უნდა დათვალონ.“
Ubbu-ს ავტორია სტარტაპი Code for All-ი, რომელიც 2015 წელს დააფუძნა ჟოაო მაგალიაშმა მეგობრებთან ერთად.
“ტექნოლოგია შემოდიოდა ჩვენს ცხოვრებაში, საქმიანობაში, სახლებსა და სკოლებში. და ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ არავინ იყო მზად იმისთვის, რა სისწრაფითაც ეს ცვლილება ხდებოდა,” - განმარტავს ჟოაო. “ჩვენ შევქმენით სრულყოფილი მოდელი ნებისმიერი პედაგოგის, სკოლისა და მთავრობისთვის, რომელთაც სურთ სასწავლო პროგრამაში შეიტანონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა ციფრული განათლება, ალგორითმული აზროვნება, კრეატიულობა, STEAM საგნები და სულ ბოლოს - უკვე ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება.“
Ubbu პლატფორმით, რომელიც ოთხ ენაზეა ხელმისაწვდომი, ამჟამდ მთელ მსოფლიოში უკვე ნახევარი მილიონი ბავშვი და 8 ათასზე მეტი პედაგოგი სარგებლობს 20 ქვეყანაში.
“ბავშვები პროგრამირებას წერილობით არ ეუფლებიან,” - ამბობს ანდრე რიბერიო, UBBU-ს პედაგოგიური კონტენტის ავტორი. “ჩვენ მათ ბლოკების გამოყენებას ვასწავლით და ისინი საკუთარ კოდებს ქმნიან. ეს ყველაფერი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ემთხვევა.“
“ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც ასეთი უნარ-ჩვევების ქონა აღარ არის ნებაყოფლობითი,”- განმარტავს ჯოანა მირანდა, UBBU-ს პროექტის მენეჯერი. “ეს უკვე ნებისმიერისთვის სავალდებულოა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ტექნოლოგიის არა უბრალოდ გამოყენება, არამედ მისი უსაფრთხო გამოყენებაც, რომელსაც ახლავს პასუხისმგებლობა და ეთიკა.“
ასეთი უნარების ათვსიების შესაძლებლობა ყველას რომ ჰქონდეს - სწორედ ეს არის ამ კომპანიის სოციალური ვალდებულების ამოსავალი წერტილი.
სხვა კომპანიებთან და ფონდებთან თანაშრომლობის საშუალებით Ubbu-ს უფასოდ სთავაზობენ პორტუგალიაში ისეთ საჯარო სკოლებს, რომლებიც ნაკლებად პრივილიგირებულ რაიონებში საქმიანობენ.
ლისაბონის გარეუბანში მდებარე დაწყებითი სკოლის Amadora Oeste Agrupamento de Escolas-ის მასწავლებელი იზაბელ კუნჰა ამბობს, რომ Ubbu-მ სრულიად შეცვალა მისი კლასი.
“Ubbu-ს საშუალებით მივიპყარი ჩემი მოწაფეების ყურადღება”, - განმარტავს იზაბელი. ამის შემდეგ სხვა თემების შემოტანაც შევძელი. ეს ბავშვები დამოუკიდებლები არიან; იციან კომპიუტერისა და პლანშეტის უსაფრთხოდ გამოყენება, შეუძლიათ ინტერნეტში ძებნა და ტექსტის წერა. ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავიდა და უკვე მნიშვნელოვან წინსვლას ვხედავ.“
9 წლის გოგონა არვასთვის კოდირება ძალიან სახალისოა. სკოლის შემდეგ არვას ოჯახში ვესტუმრეთ. მისი მამა ძალიან კმაყოფილია შვილის წარმატებით. “ასე 10-20 წელიწადში ვერაფერს გააკეთებ კოდირების, პროგრამირებისა და რობოტების გარეშე. მხოლოდ ისინი შეძლებენ წინსვლას, ვინც ამ ყველაფერს დაძლევს. ისინი იქნებიან მომავლის ლიდერები,“ - ასე ფიქრობს არვას მამა.
ავტორი: ვალერი გორია
