აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ირანთან მიმართებით ვაშინგტონსა და პეკინს საერთო ხედვები აქვთ. ჩრდილოეთ კაროლინაში გამართული დიდი ოცეულის მინისტრების სამიტის დასრულების შემდეგ ამერიკელი მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის დონიდან გამომდინარე ირანში მიმდინარე კონფლიქტის გადაწყვეტაში პეკინსაც ბევრი მართებს.
საგულისხმოა, რომ მიუხედავად რიგ საკითხებში თანხვედრისა, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა იყო დიდი ოცეულის მინისტრების შეკრებაზე, რომლის ფინანსთან მინისტრიც ერთობლივ დეკლარაციას არ შეუერთდა, რაც გასაკვირი არ არის, იმ ფონზე როდესაც აშშ ქვეყნებს მოუწოდებს მეტი გააკეტოთ საკუთარი ბაზრებისა და ინდუსტრიების ჩინეთისგან დასაცავად. „ჩინეთის იაფი ექსპორტის უწყვეტი ნაკადი, ეკონომიკურ მდგრადობას ხელს უშლის“-თვლიან შტატებში, რასაც პეინი არ ეთანხმება, რადგან სწორედ ამ მიდგომას უნდა უმადლოდეს ბოლო წლების შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენ ძალიან მშვიდი, არაფორმალური საუბრები გვქონდა რუსეთთან და ჩინეთთან და ვფიქრობ, შეგვიძლია, ეს დისკუსია წინ წავწიოთ. როგორც ირანთან დაკავშირებით ჩინეთზე ვთქვი, ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება. ჩინეთი ეთანხმება, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ჩინეთი ეთანხმება, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი საზღვაო ვაჭრობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩინეთი ენერგიის 50%-ს სპარსეთის ყურის რეგიონიდან იღებს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩინეთმა უნდა იმუშაოს გამოსავლის მოძიებაზე - ეს მისი პასუხისმგებლობაცაა.რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენი ბევრი მოკავშირე გამოვიდა და განაცხადა: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელი იქნება, რადგან მათ ესმით, რომ ირანი ეკონომიკური სიკვდილის პირასაა და რომ ირანულ გველს, რომელსაც თავი უკვე მოჭრილი აქვს, მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლა მოუწევს. ამიტომ, რაც უფრო მეტად დაგვეხმარებიან, მით უფრო მეტად დაეხმარებიან ამ კონფლიქტს გადაჭრას. მათ შემოგვთავაზეს, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ - იქნება ეს დაზვერვა, ეკონომიკური დაზვერვა თუ საუბარი ნებისმიერ იმ სუბიექტთან, რომელიც მხარს უჭერს ამ მოღალატე და ბოროტ რეჟიმს“-აღნიშნა აშშ-ის სახაზინო მდივანმა,სკოტ ბესენტმა.
სამიტის მიმდინარეობისას სკოტ ბესენტს განმარტებების გაკეთება მოუხდა, დიდი ოცეულის მინისტრების შეხვედრაზე მოწვეული რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის გამოჩენის გამო,რაც ბევრი მონაწილისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ ფორუმზე რუსეთის დელეგაცია გამოჩდნდა. ბევრმა ეს საგანგაშო სიგნალად მიიჩნია.
„ჩვენი პოზიცია სრულიად მკაფიოა. რუსეთი აგრესორია და რუსეთი უკრაინაში ძალიან სასტიკ ომს აწარმოებს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის წარმომადგენლების აქ, ეშვილში ყოფნა არ ნიშნავს ჩვენი ურთიერთობების რაიმე სახით ნორმალიზებას.რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ პრეზიდენტების უფლებას, მოიწვიონ სტუმრები. თუმცა, ამასთანავე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ყველა ქმედებას და პოლონეთი ძალიან აქტიურად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.ჩვენ რუსეთს არ ვენდობით. ისინი მუდმივად იტყუებიან და მათთან მოლაპარაკებისას უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთამიტომ, ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა რუსეთთან რაიმე სახის საუბრის გამართვა”-აღნიშნა პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა, ანდჟეი დომანსკიმ.
“რუსეთის ფინანსთა მინისტრის აქ მიღების ფაქტი ჩემთვის საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალია, რადგან მინდოდა, ამერიკული მხარისგანაც უფრო მკაფიო პოზიცია მოგვეცა, რომ მას აქ ისე არ მიიღებდნენ, როგორც ნებისმიერ სხვა სტუმარს.თუმცა მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრი აქ კვლავ იმყოფება- მას შემდეგ, რაც, ჩემი ინფორმაციით, G20-ის ოთხი შეხვედრა რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა - მიუთითებს ნორმალიზების მცდელობაზე. და ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამას წინ აღვუდგეთ“-თქვა გერმანელმა** მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა.**
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ეს საშინელი კონფლიქტი? ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი ევროპელის დამოკიდებულება არცთუ დადებითია. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ორივე მხარე საუბარს შეწყვეტს, ამ საშინელ კონფლიქტს ვერასდროს მოეღება ბოლო.ასევე აღვნიშნავ, რომ ფინანსთა მინისტრი, რომელსაც მე შევხვდი, სანქციების ქვეშ არ იმყოფება“-განმარტა სკოტ ბესენტმა.
დიდი ოცეულის ქვეყების ეკონომიკური და ფინანსური დელეგაციები აშშ-ში გლობალურ ეკონომიკაზე სასაუბროდ ჩავიდნენ,რომელიც ენერგეტიკული შოკების,ომებით გამოწვეული კრიზისებით, სატარიფო ომებისა და ხელოვნური ინტელექტის აღზევების ეპოქაშია.
