ჩინეთში მზის ენერგიის სიმძლავრემ პირველად გადაასწრო ქვანახშირით გამომუშავებულ ენერგიას.
ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკის ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის, ჩინეთში დამონტაჟებული მზის ენერგიის სიმძლავრემ მილიარდ 286 მილიონ კილოვატს მიაღწია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველად, დამონტაჟებულმა ფოტოელექტრულმა სიმძლავრემ გადააჭარბა ქვანახშირის ენერგიას და გახდა ჩინეთში ენერგიის უდიდესი წყაროს კატეგორია“.
ენერგეტიკის ორგანოს ცნობით, ქვეყნის ქვანახშირის ენერგიის სიმძლავრე ოდნავ ჩამორჩა მზის ენერგიას და მილიარდ 285 მილიონი კილოვატი შეადგინა.
ანალიტიკოსების თქმით, განახლებადი ენერგიის მხრივ ევროკავშირის ქვეყნები ჩინეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩინეთმა სუფთა ენერგიაზე გადასვლა გაცილებით ადრე დაიწყო.
2023 წელს ჩინეთმა 180-დან 230 გიგავატამდე მზის ენერგიის სიმძლავრეები დაამონტაჟა, ევროპის ყველა ქვეყანაში ერთად აღებულ 58 გიგავატთან შედარებით.
ჩინეთის ელექტროენერგიის საბჭოს მონაცემებით, ქვეყანამ გასულ წელს რეკორდული 315 გიგავატი მზის და 119 გიგავატი ქარის ენერგიის სიმძლავრეები დაამონტაჟა, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 80 პროცენტზე მეტია.
