კატეგორიები

ვლადიმერ პუტინს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისკენ მოკავშირე ინდოეთიც მოუწოდებს

ვლადიმერ პუტინს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისკენ მოკავშირე ინდოეთიც მოუწოდებს
უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის დასრულებისკენ ვლადიმერ პუტინს მოკავშირე ნარენდრა მოდი მოუწოდებს. ორი ლიდერი ერთმანეთს ბიშკეკში მიმდინარე საერთაშორისო სამიტის კულუარებში შეხვდნენ, სადაც საუბრებისას სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების პერსპექტივებსაც შეეხნენ.

ინდოეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტს  ახსენებს, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებულმა კონფლიქტმა დაუსრულებელი სახე მიიღო და კაცობრიობის საუკეთესო ინტერესშია ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„ბოლოს, როდესაც შევხვდით, თქვენ დაწვრილებით გამაცანით ინფორმაცია შექმნილი ვითარების თითოეული ასპექტის შესახებ. თქვენ იცით, რომ ინდოეთი მხარს უჭერს ამ მიმართულებით ყველა სამშვიდობო ძალისხმევას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.
ომის ყოველი დღე, ფაქტობრივად, კაცობრიობას ერთი ნაბიჯით უკან ხევს, მაშინ როცა მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მთელ კაცობრიობას მშვიდობის რეალურ იმედს უჩენს. ჩვენ დაუსრულებელი ომიდან ომის დასრულებაზე უნდა გადავიდეთ, რაც საომარი მოქმედებების შეწყვეტას ნიშნავს. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობისთვის. ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადავჭრათ - ამას მთელი კაცობრიობა მოითხოვს. ეს არის ინდოეთის გზავნილი: ინდოეთი განდისა და ბუდას ქვეყანაა და სწორედ ეს არის ჩვენი გზავნილიც“-უთხრა ვლადიმერ პუტინს ნარენდრა მოდიმ.

 

ამ გზავბილზე პასუხად მედიის ცნობით ვლადიერ პუტინმა ინდოელ კოლეგას განუცხადა, რომ კრემლი ახლა სწორედ ომის დასრულების მიმართულებით მუშაობს. თუმცა ამაში ეჭვი ეპარება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი თქმით, დასავლური და უკრაინული სადაზვერვო სამსახურების ხელთ არსებული არანაირი მონაცემი არ მიუთითებს იმაზე,რომ მოსკოვში ომის დასრულების ნება მომწიფდა. პირიქით, მისი თქმით ომი ვლადიმერ პუტინის პირადი არჩევანია.

„მოსკოვში სწორი განწყობა უნდა არსებობდეს, კერძოდ პუტინის მხრიდან უნდა არსებობდეს ომის დასრულებისა და არა მისი გაგრძელების სურვილი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ,როგორც ჩვენი, ისე ჩვენი პარტნიორების  ყველა სადაზვერვო მონაცემი, და რუსეთისგან მომდინარე ყველა სიგნალი მიუთითებს, რომ რუსეთის ლიდერს პირადად უფრო მეტი ომი სურს.  მაშინაც კი, როდესაც, სხვათა შორის, მისივე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მზად იქნებოდა, ომი კონტაქტის ხაზზე შეჩერებულიყო. ვნახავთ, რას შეძლებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები. სექტემბერს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ხალხი, დავიცვათ სიცოცხლე და მივაღწიოთ მშვიდობას“-აცხადებს უკვე ვოლოდიმირ ზელენსკი.

ომის დასრულების ნების არარსებობაში კიევის დადანაშაულებას ცდილობენ თავად მოსკოვში, სადაც კონფლიქტის შეჩერების ერთადერთ შემთხვევად სმათთვის სასურველ ფინალს განიხილავენ, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულიად უგულვებელყოფს. გავრცელებული ცნობებით მოსკოვში საიდუმლო ვიზიტით მყოფმა სიაეის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, რუსეთის ხელისუფლებას პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა, რომელშიც ვლდიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრმპი მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა კრემლში აღნიშნეს, რომ ამგვარი აუდიენცია უშედეგო იქნება, თუ მანამდე მგრძნობიარე საკითხებზე შეთანხება არ მოხდა.

„არაფერი შეცვლილა,პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკის მოლაპარაკებები სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს. თუმცა, რაც შეეხება სამიტს, ის მხოლოდ გარკვეული შეთანხმებების საბოლოოდ გაფორმებისთვის არის საჭირო, ხოლო თავად შეთანხმებები, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესში უნდა მომზადდეს”-განუცხადა რუსულ მედიას დიმიტრი პესკოვმა. 

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში არაერთი ძვრა შეინიშნებოდა, თუმცა მათგან ვერცერთმა ვერ შეძლო მოსკოვისთვის აგრესიის შეჩერებისკენ ებიძგა. ირანის ომით დატვირთული ამერიკული მხარე ამ საკითხში ძალისხმევას კვლავაც მიუბრუნა, თუმცა უცნობია,თუ რა ახალი ბერკეტები აქვს ხელთ ტრამპის ადმინისტრაციას, იმისათის,რომ უკრაინაში თითქმის ხუთწლიანი ომი დაასრულოს.

დაკავშირებული ამბები
სი ძინპინი, ვლადიმერ პუტინი, ნარენდრა მოდი - ლიდერები SCO-ის სამიტს ესწრებიან ვლადიმერ პუტინს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისკენ მოკავშირე ინდოეთიც მოუწოდებს