კატეგორიები

თეირანში 2 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს

თეირანში 2 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს
თეირანში პოლიციამ 55 კილოგრამი კოკაინი ამოიღო. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას დოლარს შეადგენს. ოპერაცია ნარკოტიკებთან ბრძოლის დანაყოფმა ჩაატარა.

სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ამოღებული კოკაინი კოლუმბიური წარმოშობისაა. სამართალდამცველებმა ასევე აღმოაჩინეს სამი კილოგრამი მეტამფეტამინი, ოპიუმი, მარიხუანა და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

თეირანის პოლიციის ხელმძღვანელის, აბასალი მოჰამადიანის განცხადებით, მარტიდან სამართალდამცველებმა, თითქმის ექვსი ტონა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

ირანი ნარკოტიკების გადაზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, თუმცა ქვეყანაში დიდი ოდენობით კოკაინის ამოღება შედარებით იშვიათია.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევებს გაეროც აღრიცხავს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში  სასიკვდილო განაჩენების ნახევარზე მეტი სწორედ ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდა. 

დაკავშირებული ამბები
თეირანში 2 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს ირანში ავტოცისტერნის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა