კატეგორიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროპა კატასტროფების ახალი ეპოქისთვის უნდა მოემზადოს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროპა  კატასტროფების ახალი ეპოქისთვის უნდა მოემზადოს
ევროკომისიას სურს,  მზადყოფნის გაძლიერების გზით, კატასტროფებზე რეაგირებიდან ყურადღება პრევენციაზე გადაიტანოს. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპაში ტყის ხანძარების სეზონი ჩვეულებრივზე ბევრად ადრე დაიწყო. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების რეაგირების კოორდინაციის ცენტრს ეწვია.

„ეს კრიზისები უფრო ფართო წარმოდგენას გვიქმნის.  ჩვენს გარშემო რისკები იცვლება. ისინი უფრო ხშირი, უფრო რთული და უფრო მკაცრი ხდება. ჩვენ ვხედავთ გლობალური კლიმატის ცვლილების პირობებს, რაც ამ არასტაბილურობას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. მთელ მსოფლიოში ვხედავთ ტემპერატურის მატებას და ნალექების შემცირებას.“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აპრილიდან მოყოლებული, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი რვა სხვადასხვა ქვეყანაში გაჩენილი ხანძრების გამო 10-ჯერ გააქტიურდა.

დაახლოებით 800 მეხანძრე წინასწარ იყო განლაგებული მაღალი რისკის ზონებში, ხოლო ზაფხულის პერიოდში ჯგუფები 25 ქვეყნიდან მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ.  

გარდა ამისა, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის კომისარმა ჰადჯა ლაჰბიბმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს ხანძრების გამო 300 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წყალდიდობების, ხანძრებისა და სხვა ექსტრემალური ამინდების ფონზე, ევროკავშირის მიდგომა სამოქალაქო დაცვის მიმართ სულ უფრო მეტად იცვლება იზოლირებული კატასტროფებისთვის მომზადებიდან ერთდროულად მიმდინარე მრავალ კრიზისთან გამკლავების დაგეგმვაზე.

დაკავშირებული ამბები
ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროპა კატასტროფების ახალი ეპოქისთვის უნდა მოემზადოს შვეიცარიაში მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა