საფრანგეთის გვიანაში მდებარე ევროპის კოსმოდრომიდან ძრავების ღრიალისა და თითოეული აფრენის ვიზუალური სანახაობის უკან, კრიტიკული განყოფილება მუშაობს, რომლის როლიც, როგორც წესი, შეუმჩნეველი რჩება, თუ რამე ხარვეზი არ გამოვლინდა.
ეს არის ფრენის უსაფრთხოების განყოფილება. ევრონიუსი ერთ-ერთ ინჟინერს ესაუბრა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართოს.
„ფრენის უსაფრთხოების განყოფილება პასუხისმგებელია საზოგადოების დაცვაზე რაკეტის გაშვებიდან, აფრენის ყველა კომპონენტის დაშლამდე. ეს ყველაფერი ხდება რაკეტის თვალყურის დევნებით და მისი ტრაექტორიის რეალურ დროში ანალიზით, ასევე გაშვებამდე რეალურ დროში ამინდის მონაცემების ანალიზით. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება; ჩვენ გავლილი გვაქვს შესაბამისი სწავლება ძალიან სწრაფად და კოორდინირებულად მოქმედებისთვის. ასევე გვაქვს სიმულატორი, სადაც ყოველ კვირას ვვარჯიშობთ - ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმეც კი. ეს გვაძლევს საშუალებას, გაშვების დროს სწრაფად ვიმოქმედოთ. ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მთელმა გუნდმა უნდა მიიღოს და მხოლო ამის შემდეგ ხდება ნეიტრალიზაციის ბრძანების გაცემა. თითოეული გაშვების წინ ზუსტად გამოითვლება ფრენის ტრაექტორია, რომელსაც რაკეტა უნდა მიჰყვეს და თუ რაკეტა ამ ტრაექტორიიდან გადაუხვევს, ეს შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვართ შევაჩეროთ რაკეტის ფრენა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ფრენის ტრაექტორია, რომელიც პირველი რამდენიმე ქვეყნის თავზე გადის შემდეგ კი ოკეანეს თავზე და სწორედ აქ მთავრდება ჩვენი ჩარევის შესაძლებლობა.“ - აცხადებს ოპერაციებისა და ფრენის უსაფრთხოების ინჟინერი, ლეონარდ ბუშალონი.
