კატეგორიები

შვეიცარიაში მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა

შვეიცარიაში მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა
ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაიჭრა, შვეიცარიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად.

დაღუპული 22 წლის იტალიელი ქალი, მარია სპინელია. მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯმა მელონიმ, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

სროლის შემდეგ, პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილის სამძებრო სამუშაოები დაიწყო და განაცხადა, რომ მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია შესაძლო მოტივის შესახებ.

„30 აგვისტოს, დილის 2:30 საათის შემდეგ, აარგაუს კანტონის პოლიციამ მიიღო შეტყობინება აარაუში, შახენის რაიონში, მუსიკალური ღონისძიების დროს სროლის შესახებ.ამჟამად, ამ ინციდენტის მსხვერპლთა შესახებ კონკრეტული დეტალების მოწოდება არ შემიძლია. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურების და პოლიციის დიდი ძალები.“ - ამბობს აარაუს პოლიციის პრესმდივანი, პასკალ ვენცელი.

ციურიხის მახლობლად, მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი სროლის შესახებ შეტყობინება 30 აგვისტოს ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 2:30 საათზე შევიდა.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ სროლის ხმა ღონისძიების დასრულებისთანავე გაისმა, პოლიციამ კი ღონისძიებაზე მყოფი ვიზიტორები მოგვიანებით ახლომდებარე სპორტდარბაზში გადაიყვანა, სადაც ბევრი მათგანი დაკითხეს.

ხელისუფლებამ მოუწოდა ხალხს, რომ ტერიტორიას მოშორებოდნენ და ასევე მოითხოვა ფესტივალიდან ნებისმიერი სახის ფოტო და ვიდეო ჩანაწერები რაც მთა გამოძიებაში შეიძლება დაეხმაროთ.  

დაკავშირებული ამბები
შვეიცარიაში მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა სეული, სამხრეთ კორეა