კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მიმდინარე კვირაში კულტურისა და გართობის ინდუსტრიის მთავარ სიახლეებს შორის არის  A24-ის  „რობინ ჰუდის“ უფრო მკაცრი და პირქუში ვერსია, ასევე ელი გოლდინგის სიმღერების ახალი ალბომი და გაი რიჩის დახვეწილი, კრიმინალურ თემაზე გადაღებული სერიალი.

ერთი შეხედვით, მიმდინარე კვირის კულტურული სიახლეები ცოტა არ იყოს პირქუშად გამოიყურება. ანონსი გვთავაზობს გამოფენას სიკვდილის თემაზე, ეკრანებზე გამოდის მძფარსიუჟეტიანი სევდიანი ფილმი; იწყება ტელესერიალი ორგანიზებულ დანაშაულზე; შედგება ახალი მუსიკალური ალბომის პრემიერა, რომელიც  გვაფრთხილებს,  თუ რამდენად სახიფათოა  ბევრის ცოდნა. თუმცა მეორე მხრივ, ანონსი გვთავაზობს ხალისიან კოლუმბიურ ხელოვნებას, სინთეზატორების ენერგიულ მუსიკასა და ელეგანტურ რეი უინსტონს. ასე რომ, ბალანსი დაცულია.

ასევე გირჩევთ გადახედოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ალბომების სიას underrated albums, რომლებიც ჩვენი აზრით,  მეტ დაფასებას იმსახურებენ და რომლებზეც ნაკლებს დაობენ, ვიდრე ჩვენს მიერ შედგენილ უსაფუძვლოდ მაღალი შეფასების მქონე ალბომებზე overrated albums.

ჩვენი მოკლე რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები

ოსლოს ეროვნულ მუზეუმში 6 სექტმებრამდე შეგიძლიათ ეწვიოთ გამოფენას სახლეწოდებით „არ შეგეშინდეთ. გამოფენა სიკვდილის შესახებ“ (Don't Be Afraid. An Exhibition about Death).

 ინგლისელმა ფილოსფოსმა ფრენსის ბეკონმა ერთხელ თქვა: „სიკვდილი ისეთივე ბუნებრივი რამ არის, როგორც დაბადება.“ და მაინც, ადამიანების უმეტესობისთვის სიკვდილს ტაბუ ადევს. სიკდილის შიში იმდენად დიდია, რომ მთელი ცხოვრება ვცდილობთ, როგორმე თავიდან მოვიშოროთ ამაზე ფიქრი - ან გარკვეული საზრისი მივანიჭოთ. სწორედ ეს არის ეროვნულ მუზეუმში გამართული გამოფენის თემა. აქ წარმოდგენილია მთელი რიგი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ცდილობდნენ აესახათ სიცოცხლის დასასრულის ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებები, კულტურა და ტრადიციები. გამოფენაზე ნახავთ ისეთი მხატვრები ნამუშევრებს, როგორებიც არიან ნან გოლდინი, ადოლფ ტიდემანდი, სანდრა მუჯინგა და სხვები.

4 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ლონდონის White Cube-ის საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს აწ გარდაცვლილი კოლუმბიელი მხატვრის ემა რეიესის პირველ პერსონალურ გამოფენას დიდ ბრიტანეთში. რეიესის ნამუშევრები ცნობილია ლათინოამერიკული ღირებულებებით. მისი შთაგონების წყარო იყო საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები - განსაკუთრებით უყვარდა ადამიანის სახისა და ყვავილების ხატვა. რეიესის ნამუშევრები ხშირად ჰალუცინოგენურ შთაბეჭდილებას ტოვებენ, საგნები იმდენად ფერადი და მომაჯადოებელია, რომ თვალის მოშორება შეუძლებელია. White Cube-ის გალერეაში წარმოდგენლილია რეისესის თითქმის 60-წლიანი მოღვაწეობის დროს შექმნილი ნამუშევრების სრულიად ახალი რეტროსპექტივა, რომელიც გაგაცნობთ ხელოვანს, რომლის შესახებაც ბევრს არაფერი სმენია აქამდე.

ლონდოდნის სააჩის გალერეაში ამ კვირაში სრულდება გამოფენა „The Sun and The Moon: Art Inspired by the Celestial“. მხოლოდ ერთი კვირა დარჩა.

ფილმები

2 სექტემბერს  კინოდარბაზებში გამოვა ახალი ფილმი „რობინ ჰუდის სიკვდილი“ (The Death of Robin Hood), რომელიც ლეგენდარული ყაჩაღის ცხოვრების პირქუშ მხარეს წარმოგვიდგენს. ამ ფილმში სახელგანთქმული გმირი, რომლის როლსაც ჰიუ ჯეკმენი ასრულებს, მკაცრ ადამიანად გველინება, რომელიც მრისხანებასა და კაეშანს შეუპყრია. ასე რომ, აღარსად არის კარგად ნაცნობი ლეგენდარული კაცთმოყვარე გმირი. მძიმედ დაჭრილი რობინი თავს ერთ მონასტერს შეაფარებს, რომელსაც კეთილი მონაზონი (ჯოდი კომერის შესრულებით) უდგას სათავეში და წარსულში ჩადენილ ავკაცობაზე დაფიქრდება - იმაზე, თუ რა ფასს იხიდს ადამიანი ჩადენილი ძალადობის სანაცვლოდ.

მიმდინარე კვირაში იწყება ევროპის სამი ყველაზე დიდი  კინოფესტივალიდან ბოლო  - ვენეციის 83-ე კინოფესტივალი, რომელიც 2-12 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

ტელესერიალები

პლატფორმა Netflix-ზე 3 სექტემბერს  იწყება გაი რიჩის ჰიტად ქცეული ტელესერიალის -  „ჯენტლმენების“ (The Gentlemen) -  მეორე სეზონი, რომელიც გაი რიჩის  2019 წელს გამოსული ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით არის გადაღებული. ფილმის სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის ედი ჰორნიმანის (თეო ჯეიმსის შესრულებით) ირგვლივ, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო მამის მამული და მასთან დაკავშირებული კრიმინალური იმპერია. იგი სწრაფად მოერგო ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს ნარკობარონ ბობი გლასის  (რეი უინსტონის შესრულებით) წყალობით და დამნაშავეთა სამყაროს ლაბირინთებში თავის გატანა ისწავლა. გაი რიჩისთვის დამახასიათებელი ბრიტანეული იუმორითა და მძაფრი სიუჟეტებით გამორჩეული  სერიალი, რომელიც ერთდროულად დაძაბულიც არის და მხიარულიც, რასაც მსახიობთა ვარსკვლავური დასიც ემატება, ნამდვილად კარგი საყურებელია.

Netflix-ზე 5 სექტემებრს დაიწყება კრიმინალური დრამის, ანთოლოგიური სერიალის „ურჩხულის“ (Monster), მეორთხე სეზონი, რომელიც მოგვითხრობს ლიზი ბორდენის ამბავს - ეს არის ქალი, რომელიც გაასამართლეს 1892 წელს ნაჯახით  მამისა და დედინაცვალის მკვლელობისთვის და  რომელიც მოგვიანებით გაამაათლეს.

მუსიკა

დიდი ხანია არაფერი გვსმენია ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავის ელი-გოლდინგის შესახებ. უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა მისი საცეკვაო ჰიმნი „Higher Than Heaven“. 4 სექტემებრს გამოჩნდება ელის  ახალი ალბომი „მეტისმეტად ბევრი ვიცი“ ( I Know Too Much), რომელიც გასართობის ნაცვლად უფრო ფიქრიან მუსიკას გვთავაზობს, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას უმღერის - თუ რა ძნელი, მაგრამ მნიშვნელოვანია ძველი ტკივილების დავიწყება და საკუთარი თავის შეცნობა.

დღეს ორშაბათია, და სწორედ ის დროა, განვეწყოთ რებეკა ბლეკის ახალი ალბომის მოსასმენად - „Age of the Exhibitionist“ 4 სექტემბერს გამოვა.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი 

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა