კატეგორიები

ჯორჯა მელონის რეკორდი

ჯორჯა მელონის რეკორდი
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი საეტაპო თარიღისთვის ემზადება. 4 სექტემბერს მისი მთავრობა იტალიის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივმოქმედი ხელისუფლება ხდება,ოფისში ყოფნის 1413 დღით,რაც ერთგვარი რეკორდია.

თუ ამგვარი თარიღების თვლა სხვა ქვყნებისთვის უცხოა, იტალიისთვის რიცხვი საგულისხმო და მრავლისმეტყველია. რადგან ეს ქვეყანა ყველაზე ხანმოკლე მთავრობებითა თუ კოალიციებით გამოირჩევა. ეს კი ჯორჯა მელონის ხელისუფლებას 2027 წლის არჩევნებისთვის კარგ საფუძველს აძლევს, ხელისუფლებაში მეორე ვადით მობრუდეს.

„იტალიას ბოლო 80 წლის მანძილზე 68 მთავრობა გამოიცვალა,  წელიწადში სულ მცირე ერთი ცვლილების ფონზე. ჯორჯა მელონიმ კი მოახერხა და  ამ სიტუაციას 3-4 წელი გადაურჩა, და არსებობს პერსპექტივა, რომ ის ვადის ბოლომდეც მიაღწევს, რაც 5 წელს უდრის.ასე რომ იტალიისთვის ეს იშვიათი მომენტია, პოლიტიკური სტაბილურობის იშვიათი შემთხვევა. ქვეყანა მანამდე არასტაბილურობისა და მუდმივად ცვალებადი მთავრობების პირობებში ცხოვრობდა, ახლა კი სტაბილურობამ და სიმშვიდემ იტალიაში ირონიულად სწორედ მაშინ დაისადგურა, როდესაც მაგალითად ნიადაგზე მუდამ მყარად მდგარი ბრიტანეთსა და საფრანგეთში, პირიქით მეტი არასტაბილურობა გამოიკვეთა“-აღნიშნავს კრისპიან ბალმერი, Reuters-ის კორესპონდენტი იტალიაში.

მიუხედავად ჯორჯა მელონის ნაციონალისტური ხედვებისა და იმ სიფრთხილისა,რომელიც ევროპელმა პოლიტიკოსებმა ჯორჯა მელონის მიმართ გამოავლინეს, პრემიერმა პრაგმატული მიდგომა არჩია და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარა, რამაც იტალიის ფინანსური ბაზარი უფრო მეტდ გააძლიერა.

“მას ულტრამემარჯვენე, რადიკალურ პოლიტიკოსად აღიქვამდნენ. ზოგი ამბობდა, რომ ის ერთგვარი „მინი-ორბანი“ იქნებოდა. თუმცა, რეალურად, მელონიმ დაამტკიცა, რომ პროდასავლური და ატლანტისტური კურსის მხარდამჭერია და ევროპასთან ძალიან კარგად თანამშრომლობს.ევროპაში ბევრი პოლიტიკოსი და ბევრი მთავრობა სასიამოვნოდ გააკვირვა მელონის მთავრობამ. ისინი მზად იყვნენ, რომ მასთან ურთიერთობა გაცილებით უფრო დაძაბული და რთული იქნებოდა. თუმცა, რეალურად, ვფიქრობ, მელონი ცდილობს, იმ ჩარჩოებში იმუშაოს, რომლებიც ბრიუსელმა განსაზღვრა, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოს.ამიტომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. კარგი ურთიერთობა აქვს გერმანელებთანაც. ასევე, ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აკავშირებს მას ბრიტანეთის თანმიმდევრულ მთავრობებთან“-ამბობს ჟურნალისტი.

 

 

ჯორჯა მელონიმ მოირგო ხიდის როლი აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებშიც, რაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი იყო, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამმპის ყოფნით სტაბილური არაფერია, მათ შორის არც იდეოლოგიური სხვაობით გამყარებული ერთობა მასა და მელონის შორის. ბოლო თვეები ლიდერბს შორის დაძაბულობით გამოირჩეოდა.

კრისპიან ბალმერი - Reuters-ის კორესპონდენტი იტალიაში
„როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მელონის მას აშკარა პოლიტიკურ მოკავშირედ აღიქვამდნენ. ისინი ერთსა და იმავე ნაციონალისტურ-კონსერვატიულ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ.ბრიუსელში ბევრი მელონს ტრამპთან განსაკუთრებული გავლენის მქონე ადამიანად აღიქვამდა,  ადამიანად, რომელსაც შეეძლო ტრამპთან საუბარი, მისი დარწმუნება და მასთან საერთო ენის გამონახვა. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა.ტრამპთან ზედმეტად დაახლოება რაღაც ეტაპზე  პრობლემურიხდება,. ზაფხულში მას ტრამპთან ძალიან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა.ბრიუსელში არსებობდა მოსაზრება, რომ მელონს რაღაცნაირად შეეძლო ტრამპთან საუბარი, მისი დარწმუნება და მისი „მოთვინიერებაც“ კი. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს მოლოდინი რეალობას სრულიად აცდენილი იყო”-აღნშნა კრისპიან ბალმერმა.

თავად იტალიაში მელონის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პრემიერის გრძელვადიანი მმართველობა რეფორმეში არ თარგმნილა. მისი საკვანძო შეთავაზებები საპარლამენტო მოსმენებს ვერ გასცდა, სასამართლომ მოაბრუნა ან საარჩევნო ყუთებთან საკმარისი მხარდამჭერი ვერ ნახა. მიუხედავად ამისა ჯორჯა მელონი ახლა ყველაზე გრძელვადიანი მთავრობის მეთაურია იტალიაში, მათ შორის უსწრებს სილვიო ბერლუსკონისაც, რომლის დროსაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა მინისტრი იყო  2008-2011 წლებში.

დაკავშირებული ამბები
ჯორჯა მელონის რეკორდი ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობის გამო წყალდიდობაა