კატეგორიები

ინოვაცია, რომელსაც შეუძლია ტყეზე ზეწოლა შეამსუბუქოს - იტალიაში ინდუსტრიული ნარჩენებისგან უმაღლესი ხარისხის ქაღალდს ამზადებენ

ინოვაცია, რომელსაც შეუძლია ტყეზე ზეწოლა შეამსუბუქოს - იტალიაში ინდუსტრიული ნარჩენებისგან უმაღლესი ხარისხის ქაღალდს ამზადებენ
იცოდით, რომ  ერთი ფინჯანი ყავის მირთმევით შესაძლოა ეკომეგობრული ქაღალდის წარმოებას შეუწყოთ ხელი? იტალიაში დიდი გამოცდლების მქონე ქაღალდის საწარმო სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ტექსტილის ინდუსტრიის ნარჩენებს ისეთ ნედლეულად გარდაქმნის, რომელსაც ტრადიციულად ხისგან მიღებული  ცელულოზის ნაწილობრივ ჩანაცვლება შეუძლია.

 ჩრდილოეთ იტალიაში ვენეციური ქაღალდის საწარმო Favini-ს კედლები დიდი ისტორიის მოწმეა, თუმცა ამ კედლებში მიმდინარე საწარმოო პროცესი კარგა ხანია მომავალზე აკეთებს გათვლას. ერთი ოჯახის საკუთრებაში მყოფი კომპანია, რომელიც წელს დაარსებიდან 120 წლის იუბილეს იზეიმებს, ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, რომელმაც ეკომეგობრული ქაღალდის ინდუსტრიული წარმოება დაიწყო, რისთვისაც ალტერნატიულ ბოჭკოებსა და ნარჩენებს იყენებს. შედეგად ტყეებზე ზეწოლა შემცირდა და გონივრულად იყენებენ ისეთ პროდუქტს, რომელსაც სხვა შემთხვევაში უბრალოდ გადაყრიდნენ. მაგალითად სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიულ ნარჩენებს. ახალი ნედლეულის ძიების პროცესი არ ჩერდება.

 “ამჟამად ორი ტიპის ნარჩენებზე ვმუშაობთ, რომელთა ბაზაზეც ხელახლა ჩავუშვებთ წარმოებაში ჩვენი Crush-ის სერიას,” - ამბობს  Favini-ს კვლევისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ჯაკომო ბერტონი**. “**ეს არის სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული ნარჩენებისგან დამზადებული ქაღალდის სახეობა. ამ წუთას პომიდვრის კანსა და მარცვლეულზე ვმუშაობთ. მრავალი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ბიომასა გამოვცადეთ. მათგან ხუთასივე ნამდვილად არ გამოდგება ინდუსტრიული წარმოებისთვის - მხოლოდ 5%-მა გაამართლა.“

აღდგენილი ნედლეული მზა პროდუქციის 10-დან 40 პროცენტს შეადგენს. ასეთი მეორეული ნედლეულისგან იწარმოება ყველაზე მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომლისგანაც ამზადებენ ხელჩანთებს და შესაფუთ მასალას. Favini-ის მარკეტინგის მენეჯერი მიქელე პოსოკო განამრატავს, თუ რისი დამზადება შეუძლია თავის 14 ტიპის ნარჩენისგან საწარმოს:

“ამ 14 მასალის ბაზაზე შევქმენით პროდუქციის ხაზი, რომელსაც Crush-ი ვუწოდეთ და რომელსაც მთელ მსოფლიოში ვყიდით. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ინდუსტრიის მიერ გადაყრილი ნარჩენები გონივრულად გადაამუშაო და სრულიად ახალ ნედლეულად აქციო.“

 ყველაფერი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. იმ პერიოდში ვენეციის ყურის აღდგენის მიზნით ყურეში მეტისმეტად გავრცელებული წყალმცენარეების პრობლემის გადაჭრა გახდა საჭირო, რის შედეგადაც პრობლემა შესაძლებლობად იქცა: წყალმცენარებეისგან ქაღალიდ დამზადება დაიწყეს. ასე იქცა Alga Carta ამ კომპანიის პირველ ეკოლოგიურ ქაღალდად 1992 წელს.

  “ეს არჩევანი ჩემი ბაბუას ანდრეა ფავინის შორსმჭვრეტელობის დამსახურებაა, რომელმაც თავისი პატარა კომპანია ნიშურ ბაზარზე გაიყვანა,” - განმარტავს ანდრეა ფავინი, Favini-ის საექსპორტო გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი. “იმ დროს ქაღალდის ინდუსტრიასთან დაკავშირებული გარემოს დაცვის საკითხები  ძალიან ცოტა მომხმარებელს ადარდებდა. იძულებული ვიყავით დაგვერწმუნებინა კლინეტები, მიეღოთ ეს პროექტი, რადგან მას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა  ეკოლოგიისა და გარემოსთვის.“

ეკომეგობრული ქაღალდი ევროპაში დღესაც ნიშური ბაზარია, თუმცა კომპანიის ეს სეგმენტი ყველაზე სწრაფად იზრდება და მისი ბრუნვის 10%-ს შეადგენს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ამ ეკოლოგიური პროდუქტის ფასი ტრადიციული მაღალი ხარისხის ქაღალდის ფასს არ აღემატება. პრობლემა სტაბილური მიწოდების ჯაჭვის შექმნაა. ქაღალდის საწარმოს ნარჩენებით ორი ათეული იტალიური და საერთაშორიოს კომპანია ამარაგებს. მათ შორის არის ვენეტოში მოქმედი კომპანია Dersut-ი, რომელიც ყავის მარცვლებს ხალავს. Dersut -ის ხელმძღვანელმა ლარა გაბალინი დი სასოფერატომ გვაჩვენა ყავის მარეცვლების ჩენჩო, რომელიც ყავის მარცვლის გარსია და რომელიც მოხალვის პროცესში მარცვალს სცილდება. სწორედ ეს ჩენჩო მიაწოდა Dersut-მა ნედლეულის სახით ქაღალდის საწარმოს, რომელმაც მისგან 60 ათასი პრემიუმ-ხარისხის ბრენდული სავაჭრო ჩანთები დაუმზადა Dersut-ს.

“მას ყოველთვის ვაგროვებდით,” - ამბობს  ლარა გაბალინი დი სასოფერატო, “რადგან შესაძლებელია მისი ნიადაგის სასუქად გამოყენება, მაგალითად, ორგანულ მეურნეობაში. მაგრამ 2022 წელს პადუის უნივერსიტეტთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ჩენჩოს გამოყენება ქაღალდის წარმოებაში შესაძლებელია.“

ამ პროექტმა  Dersut-ს „2025 წლის მდგრადი კომპანიის ( “Sustainable Company 2025”) ჯილდო მოუტანა, რის შემდეგაც პროექტის მონაწილე პარტნიორებმა  თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლა გადაწყვიტეს.

ეკოლოგიური ქაღალდი პრემიუმ-ხარისხისაა, რომელიც იმიტომ შექმნეს, რომ  ბეჭდვისა და პოლიგრაფიის მაღალი ხარისხი უზურნველყოს. რომ გავიგო, რა დანიშნულებით იყენებენ ამ ქაღალდს, ჩემი რეპორტაჟის ბოლოს პრემიუმ-სეგემენტის შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიაში მივედი, რომელიც უკვე 30 წელია  Favini-ს ქაღალდს იყენებს. ამ საწარმოსთვის ერთანირად მნიშვნელოვანია მდგრადობა, ესთეტიკა და მცირე დეტალებიც კი, რაც ზოგადად იტალიაში ნაწარმოებ პროდუქციას ახასიათებს.

 

 “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი შესყიდვები Favini-სთან 300%-ით გაიზარდა,” - განმარტავს გაბრიელე როსტელატო, DUEGI Packaging-ის წარმოების მენეჯერი. “ეს ზრდა იმ მომხმარებლის მოთხოვნამ განაპირობა, რომელიც ოსტატობას აფასებს. თანაც გვერდით გვედგა ისეთი ინდუსტრიული პარტნიორი, რომელსაც ფართომასშტაბიანი წარმოების უნარი აქვს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ისინიც ჩვენთან ერთად განვითარდნენ.“

ავტორი: მონიკა პინა

დაკავშირებული ამბები
ინოვაცია, რომელსაც შეუძლია ტყეზე ზეწოლა შეამსუბუქოს - იტალიაში ინდუსტრიული ნარჩენებისგან უმაღლესი ხარისხის ქაღალდს ამზადებენ სოციალური და ჯანდაცვის სფეროს რევოლუციის ნიდერლანდური მოდელი