კატეგორიები

ევროპაში აშშ-ის ჩართულობა NATO-ს რეფორმებზეა დაკავშირებული

ევროპაში აშშ-ის ჩართულობა NATO-ს რეფორმებზეა დაკავშირებული
აშშ NATO-ს ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, დაამტკიცონ, რომ მათ ევროპის თავდაცვის გაძლიერებისთვის ძალისხმევა გაზარდეს. პენტაგონმა NATO-ს ქვეყნები გააფთხილა, რომ მათ თავდაცვის კუთხით ხარჯები უნდა გაზარდონ, რადგან შეერთებული შტატებისისთვის ახლა პრიორიტეტული სხვა გამოწვევებია, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება, ირანში მიმდინარე ომი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი.

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ომის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ გერმანია, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები თავდაცვის მიმართულებით გაზრდილი ხარჯების გამო შეაქო.

„კონტინენტზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, თავდაცვის ხარჯები მართლაც ძალიან მასშტაბურად იზრდება. განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანიას, თუმცა ასევე ვხედავთ პოლონეთსა და სკანდინავიის არაერთ ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტ ძალისხმევას ვიხილავთ ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო. თუმცა, ზოგადად, ევროპაში თავდაცვის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება”, - განაცხადა აშშ-ის ომის მდივნის მოადგილემ.

ვაშინგტონის მიზანია NATO ჩამოყალიბდეს უფრო დაბალანსებულ სტრუქტურად, რომელიც მეტად იქნება მორგებული კონკრეტულ გამოწვევებზე. ელბრიჯ კოლბის განცხადებით, შეერთებული შტატები ევროპის მიმართ პოზიციის გადახედვასა და მათთან თანამშრომლობას

„ეს, რა თქმა უნდა, ამერიკელების ინტერესშია, რადგან ეს უფრო სამართლიანი იქნება. თუმცა ეს ევროპელების ინტერესებსაც ემსახურება. ვფიქრობ, გარდამტეხ ცვლილებებს ვხედავთ, რაც პრეზიდენტ ტრამპის, ასევე აქ, კონტინენტზე, გენერალური მდივნის, რუტესა და სხვა მრავალი ლიდერის ძალისხმევის დამსახურებაა, განსაკუთრებით ჰააგის ისტორიული ვალდებულებების გათვალისწინებით. მთავარი მიზანია, NATO უფრო რეალისტურ, დანიშნულების შესაბამის, კონკრეტულ დროსთან მორგებულ და უფრო დაბალანსებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ ევროპის მიმართ ჩვენი პოზიციების გადახედვას. მოკავშირეებისგან შესაბამის პასუხებს უკვე ყვიღებთ, მათ შორის კითხვართან დაკავშირებით. კითხვარი იმისთვის შეიქმნა, რომ მოკავშირეებმა ოფიციალურად, წერილობით დააფიქსირონ, რისი ცოდნა სურთ, რომ როგორც ჩვენ ისე მათ მკაფიო წარმოდგენა გვქონდეს. ჩვენ არაფერს ვმალავთ”, - განაცხადა აშშ-ის ომის მდივნის მოადგილემ.

პენტაგონმა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომელიც მათგან წერილობით პასუხებს ითხოვს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აშშ-ის მიზნების შესრულებას. მოთხოვნები მოიცავს ინფორმაციას, რომელიც NATO-ს ფარგლებს სცდება, მაგალითად, მიანიჭებენ თუ არა მოკავშირეები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შეუზღუდავ წვდომას საკუთარ სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეებზე.

მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ NATO-სთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა ევროპაში განლაგებული სამხედრო ძალების შემცირება დაიწყო. ამ დროისთვის ევროპაში დაახლოებით 80 000 ამერიკელი სამხედრო რჩება. ახლა კი პენტანგონში განიხილავენ რამდენად მასშტაბური უნდა იყოს ევროპაში ძალების შემცირების შემდგომი პროცესი.

რუსეთიდან მომავალი საფთხის ფონზე, ევროპაში აშშ-ის აქტიური ჩართულობა NATO-სთვის გადამწყვეტია. ამერიკული სამხედროების შემცირების მასშტაბი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ ევროპა და კანადა რამდენად ეფექტურად უპასუხებენ აშშ-ის მოთხოვნებს NATO-ს რეფორმასთან დაკავშირებით. რეფორმის ფარგლებში ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ საკუთარ თავზე უნდა აიღონ ევროპის შეიარაღებითი თავდაცვა. აშშ კი მათ მხარდაჭერას კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში გაუწევს, მათ შორის ბირთვული იარაღით.

დაკავშირებული ამბები
ევროპაში აშშ-ის ჩართულობა NATO-ს რეფორმებზეა დაკავშირებული უკრაინაში რუსეთის ომი NATO-ს ლიდერების ფოკუსში