შოტლანდია ძველი ციხესიმაგრეებით, საამაყო ტრადიციებითა და ლეგენდებით ცნობილი ქვეყანაა. ევრონიუსის გადაცემა „დიდი მოგზაურის“ წამყვანმა ლილი დაუსმა მოიარა ეს ქვეყანა, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისტორია გახსენებს თავს.
შოტლანდია, სადაც 3 ათასზე მეტი ციხესიმაგრე და 790 კუნძულია, ტურისტებს ისტორიის, თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და ტრადიციული კულტურის უჩვეულო ნაზავს სთავაზობს.
ლილიმ მოგზაურობა ედინბურგით დაიწყო და ადგილობრივ ისტორიკოს ალისონ დუნკანათან ერთად დაათვალიერა ქალაქის შუასაუკუნოვანი ქუჩები და ადგილობრივების საყვარელი ციხესიმაგრე. ეს ყველაფერი ერთად შოტლანდიის მღელვარე წარსულზე მიუთითებს.
თუმცა ედინბურგის ამბები მხოლო ციხესიმაგრეებით არ შემოიფარგლება. საუკუნებეის განმავლობაში ამ ქალაქმა მრავალი ლიტერატურული პერსონაჟი შთააგონა მწერლებს, მათ შორის ჰარი პოტერი და შერლოკ ჰოლმსიც. ალან ფოსტერმა ჩაუტარა ლილის ლიტერატურის მოყვარულთა ტური და შოტლანდიის დედაქალაქის ფარულ მარგალიტებზე ესაუბრა.
შოტლანდიის კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა, საუკუნოვან ტრადიციულ ხელობასაც მოიცავს. სახელოსნოში “The Islander Workshop”, ლილიმ გაიგო, თუ როგორ ამზადდებენ ტრადიციული შოტლანდიური შალის ქსოვილისგან, რომელიც ძირითადად ჰებრიდის კუნძულებზე ქსოვენ, თანამედროვე აქსესუარებს.
ედიბურგის გარდა ისტორიულ წარსულს ინახავს ლოხლევენის ნანგრევებიც, რომელიც სავსეა შოტლანდიის დედოფლის მარიამ სტიუარტის შესახებ გადმოცემებით. გუდასტვირის დამკვრელ მაკენზი დალრიმპლისგან ლილიმ ამ ციხესიმაგრის ისტორია მოისმინდა და შოტლანდიური გუდასტვირის ჰანგებითაც დატკბა.
მისი მოგზაურობა ქალაქ სენტ-ენდრიუსში დასრულდა, რომელიც ცნობილია, როგორც გოლფის სმაშობლო. ისტორიულ გოლფის კორტებზე, რომელზეც გოლფს 600 წელზე მეტია თამაშობენ, ლილი მიხვდა, თუ რატომ არის შოტლანდია ასეთი პოპულარული მთელი მსოფლიოს ტურისტებს შორის.
ავტორი: ლილი დაუსე
