CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი სადაზვერი სამსახურებს შორის კონტაქტის დამყარების მიზნით ერთი დღით მოსკოვში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი რუტინული სახის იყო და მხარეებს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
„არ მინდა, ხალხი გავაწბილო. მაგრამ შეხვედრა რუტინული იყო. ჩვენც გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპა რადიო ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის განცხადების მსგავსად, რუსული მხარის ინფორმაციით შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომი არ განხილულა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში სადაზვერვო უწყებებთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა.
„ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით კონტაქტი შედგა. შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრები არ ყოფილა. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინს ყველაფერს დაუყოვნებლივ აცნობებენ. სპეციალური სამსახურებს შირუს კონტაქტის დამყარება ძალიან დადებითი მოვლენაა, პოზიტიური პროცესია. ეს კონტაქტები ხშირად ყველაზე რთულ მომენტებშიც გრძელდება ხოლმე. ამის შესახებ ჩვენს პრეზიდენტსაც უსაუბრია. თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ ეს რამხელა გავლენას იქონიებს ზოგად პროცესზე, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების იმ ღრმა კრიზისიდან გამოყვანას ისახავს მიზნად, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
თუმცა, ამერიკული გამოცემები შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებებ. საკუთარ წყაროებზე დარყდნობით, გამოცემა POLITICO წერს, რომ რუსეთში ვიზიტისას CIA-ის დირექტორმა რუსეთის ოფიციალური პირები გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, NATO-ს მოკავშირეებთან, კერძოდ კი ესტონეთთან, ლატვიასა და ლიეტუვასთან კონფლიქტის ესკალაციას მოერიდოს. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა „უოლ სტრიტ ჯორნალმაც“.
გამომცემლობების ინფორმაციითვე, ჯონ რეტკლიფმა, რუსეთს ასევე მოუწოდა ირანს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა შეუმციროს. 24 აგვისტოს აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ყველა იმ ქვეყნას სანქციების დაწესებით დაემუქრა, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან. გამოცემა POLITICO-ს წყაროს ინფორმაციით, ჯონ რეტკლიფმა რუსეთის ოფიციალურ პირებთან სწორედ ეს საკითხი განიხილა. ბრიტანელი წყაროს ინფორმაციით, CIA-ის დირექტორმა მოსკოვს მოუწოდა ირანისთვის იარაღისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების გაზიარება შეწყვიტოს და ურჩია, რომ ირანზე სანქციების დამანგრეველი შედეგების შემთხვევაში „ზედმეტი რეაგირება არ მოახდინოს“.
ჯონ რეტკლიფის ვიზიტამდე, რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანს დრონების არსენალის გასაძლიერებლად სამხედრო მასალები მიაწოდა, რაც თეირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ობიექტების მიზანში ამოღებაში შეიძლება დაეხმაროს დაეხმაროს.
დონალდ ტრამპი პირველი ვადიდან მოყოლებული რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე არაერთხელ დაპირისპირებია CIA-ის პოზიციას. ასევე NATO-ს შესახებ კრემლის გზავნილებს იმეორებდა და რუსეთის პრეზიდენთან ურთიერთობას უფრო ოპტიმისტურად უყურებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ვერ შეძლო, ვლადიმერ პუტინის მიმართ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა. რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციით გამორჩეული ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს კი სწორედ დონალდ ტრამპის შეცვლილ პოზიციას უკავშირებენ.
